,,ხელისუფლებაც იმ ხომალდის მიმართულებით უნდა გავუშვათ” – პაატა მანჯგალაძე

,,კობახიძემ კიდევ ერთხელ მოახდინა საკუთარი თავის ლუსტრაცია, როცა ღირსების და თავისუფლების დამცველ ადამიანებს უწოდა ქაჯები”. ასე ეხმიანება ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის განცხადებას “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატი პაატა მანჯგალაძე.

მისი თქმით, სწორედ ასეთივე იყო ხელისუფლების დამოკიდებულება იმ ახალგაზრდების მიმართ, რომლებიც მანამდე აგენტების კანონს აპროტესტებდნენ.

“ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ მოახდინა საკუთარი თავის ლუსტრაცია, როცა ღირსების და საქართველოს თავისუფლების დამცველ ადამიანებს უწოდა ქაჯები, ისევე, როგორც მანამდე თავისუფლებისთვის მებრძოლ ახალგაზრდებს უწოდეს „სატანისტები“.

რა ტურისტები ეგენი არიან, ჩვეულებრივი პროპაგანდისტები იყვნენ, პირდაპირ ვნახეთ მათი განცხადებები, რომლებმაც თქვეს: “თქვენ საბჭოეთში იყავით, მონებო და დიახაც, თქვენი შვილები მონები იქნებიან”. ეს გააპროტესტეს ბათუმში ადამიანებმა და გაუშვეს ისინი ცნობილი ხომალდის მიმართულებით.

ახლა სიმართლეს თვალი გავუსწოროთ, ეს ხალხი ხომ ვერ შემოვიდოდა ამავე ხომალდზე ამხედრებული ხელისუფლება რომ არ გვყავდეს, ამიტომ ეს ხელისუფლებაც უნდა გავუშვათ ზუსტად იმ ხომალდის მიმართულებით, საითაც გავუშვით ის”, – განაცხადა მანჯგალაძემ.

მსგავსი თემები