ახალი სასწავლო წლიდან I-IV და XII კლასის მოსწავლეები ახალი გრიფირებული სახელმძღვანელოებით ისწავლიან

2023-2024 სასწავლო წლიდან I-IV და XII კლასის მოსწავლეები ზოგიერთ საგანში ახალი გრიფირებული სახელმძღვანელოებით ისწავლიან.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, სახელმძღვანელოების განახლება ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს.

„2023-2024 სასწავლო წლიდან ახალი სახელმძღვანელოები შევა I და II კლასების ყველა საგანში, III და IV კლასების მუსიკასა და სპორტში და XII კლასის ყველა საგანში. სახელმძღვანელოების განახლება მიმდინარეობს ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად“, – განაცხადეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.

ცნობისთვის, დაწყებითი საფეხურის სახელმძღვანელოების შესარჩევად დაგეგმილი გრიფირებისთვის საკონსულტაციო შეხვედრები სასკოლო სახელმძღვანელოების პოტენციურ ავტორებთან გასული წლის ოქტომბერში დაიწყო.

მსგავსი თემები