29-30 ივლისს ბათუმში რუსებისთვის უძრავი ქონების გამოფენა-გაყიდვა ტარდება

29-30 ივლისს ბათუმში რუსებისთვის უძრავი ქონების გამოფენა-გაყიდვა ტარდება. ღონისძიების ორგანიზატორი People – Real Estate არის.

არსებული ინფორმაციით, გამოფენის სარეკლამო კამპანიის ერთ-ერთი სახე რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ირაკლი ფირცხალავაა, რომელიც მომხმარებელს “ექსკლუზიურად დაბალ ფასებს” სთავაზობს. ღონისძიების დასრულების შემდეგ ფირცხალავა კონცერტსაც გამართავს.

“ჩვენ, ხალხის უძრავი ქონების სააგენტოს გუნდი გიწვევთ პირველ ექსპოზე, რომელიც ეძღვნება ბათუმში საუკეთესო უძრავ ქონებას.

აქ თქვენ მიიღებთ პასუხებს ყველა შესაძლო კითხვაზე, პირადად დაუკავშირდით ჩვენს სპეციალისტებს და დარწმუნდებით, რომ ბათუმში თქვენი მოთხოვნის იდეალური ქონების პოვნა რეალურია!”, – ამბობს ფირცხალავა.

მსგავსი თემები