„არ მგონია, ვინმეს უნდა უკვირდეს, რომ ბევრი ქართველი არ მიესალმა ამ გემის შემოსვლას“, – კელი დეგნანი

სოჭიდან ბათუის ნავსადგურში შემოსულ გემზე, რომელსაც ბათუმი პროტესტით დაატოვებინეს, ამერიკის შეერთებუი შტატების ელჩი საქართველოში კომენტარს აკეთებს და აბობს, რომ ეს არავის უნდა გაკვირვებოდა.

„ყველაზე მნიშვნელოვანი რეაქცია რუსი ტურისტების საკრუიზო გემის ვიზიტზე იყო საქართველოს მოქალაქეების რეაქცია. ვფიქრობ, მათ ძალიან გარკვევით განაცხადეს, როგორც ბათუმში, ისე სხვაგან, რომ არ მიესალმებიან ამას. ქართველები შესანიშნავი, სტუმართმოყვარე, თბილი მასპინძლები არიან, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ვინმეს უნდა გაუკვირდეს, ვინმე უნდა ელოდოს, რომ სტუმართმოყვარეობით მიიღებ ვინმეს, ვისაც შენი ტერიტორია ოკუპირებული აქვს, ვინც შენს ქვეყანაში ოჯახებს ერთმანეთისგან აცალკევებს, ვინც შენს მოქალაქეებს აკავებს. არ მგონია, ვინმეს უნდა უკვირდეს, რომ ბევრი ქართველი არ მიესალმა ამ გემის შემოსვლას“, – აღნიშნა ელჩმა მედიასთან.

შეგახსენებთ, რომ სოჭიდან ბათუმში საკრუიზო ლაინერი შევიდა, რომელზეც  რუსეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ. ისინი აცხადებდნენ, რომ საქართველო ოკუპირებული არ არის და აფხაზეთი რუსეთმა ქართველებისგან გაათავისუფლა.

სოჭიდან წამოსულმა საკრუიზო ლაინერმა ბათუმის პორტი ხმაურისა და პროტესტის ფონზე დატოვა

მსგავსი თემები