თურქული წამლები საქართველოში არ გაძვირდება

თურქეთის რესპუბლიკაში, მედიკამენტებისთვის ევრო/ლირის ფიქსირებული გაცვლითი კურსის გადახედვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ აისახება საქართველოში იმპორტირებული თურქული მედიკამენტის ფასზე.

არსებული ინფორმაციით, ლარის კურსი, თურქულ ლირასთან მიმართებით, 2023 წლიდან 46%-ით არის გამყარებული. შესაბამისად, ლარის გამყარების ფონზე, თურქეთში გაძვირებული წამლები საქართველოში მედიკამენტების ფასზე გავლენას ვერ იქონიებს და ქართული კომპანიები, თურქულ ფარმაცევტულ ბაზარზე მედიკამენტის შეძენას და იმპორტს ისევ დაბალ ფასად შეძლებენ.

ცნობისთვის, თურქული ფარმაცევტული ბაზარი, საქართველოსთვის, 2022 წლის იანვარში გაიხსნა. შედეგად, მედიკამენტების ფასები 70-80%-ით გაიაფდა.

თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შედეგად, საქართველოს მოსახლეობა, წლიურად, დაახლოებით, 200 მილიონ ლარამდე ზოგავს.

მსგავსი თემები