რუსეთი უკრაინასთან დიალოგისთვის მზადაა

კრემლში აცხადებენ, რომ უკრაინასთან დიალოგისთვის მზად არიან, თუმცა, ზელენკსი წინააღმდეგია. როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი განმარტავს, უკრაინული მხარე დიალოგს არ თანხმდება.

„რუსული მხარე ინარჩუნებს გახსნილობას, რასაც ვერ ვიტყვით უკრაინელებზე. უკრაინელები ინარჩუნებენ ურყევ პოზიციას, განსაკუთრებით ახლა, როდესაც საკმაოდ რთულ სიტუაციაში არიან, მაგრამ მაინც უარს ამბობენ დიალოგის ნებისმიერ შესაძლებლობაზე“, – განმარტავს დიმიტრი პესკოვი.

მსგავსი თემები