„აშშ-ის საელჩოდან არ ყოფილა ჩართული პრეზიდენტ სააკაშვილის ლობირებაში“ – კელი დეგნანი

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი მიხეილ სააკაშილის ლობირებასთან დაკავშირებით არსებულ ბრალდებებს კიდევ ერთხელ პასუხობს. როგორც ელჩი აცხადებს, ყოფილი პრეზიდენტის ლობირებაში სალეჩოდან არავინ ყოფილა ჩართული.

„ჩვენ მკაფიოდ ვისაუბრეთ ამ საკითხზე. აქ არაფერია ორაზროვანი. თბილისში მდებარე აშშ-ის საელჩოდან არავინ ყოფილა ჩართული პრეზიდენტ სააკაშვილის ლობირებაში. საელჩო ნახსენები იყო დოკუმენტებში, რადგან ჩვენმა თანამშრომელმა უპასუხა ლობისტური კომპანიის ზარს. ტელეფონის ზარზე პასუხის გაცემა არ ნიშნავს რამის გაკეთებაზე თანხმობას. ეს ნიშნავს მხოლოდ სატელეფონო ზარზე პასუხს. ჩვენ ძალიან, ძალიან მკაფიოდ ვთქვით: არავინ თბილისში მდებარე საელჩოში არ ყოფილა ჩართული პრეზიდენტ სააკაშვილის ლობირებაში“, – განაცხადა ელჩმა დეგნანმა.

 

მსგავსი თემები