„მივიღეთ სიმახინჯე, რაც გუშინ ვიხილეთ“ – მიხეილ სააკაშვილი

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ტერმინალის მშენებლობა შეაჩერეს ბათუმში, რომელსაც ამერიკელი ტურისტები უნდა შემოეყვანა.

„აი, ასეთი ტერმინალის მშენებლობა შეაჩერეს ბათუმში 2012-ში. Royal Caribbean-ს ხმელთაშუა ზღვიდან ძირითადად ამერიკელი ტურისტები უნდა შემოეყვანა. ისინი დახარჯავდნენ ძალიან ბევრ ფულს და საქართველოს მთელს მსოფლიოში გაუთქვამდნენ სახელს. ამის ნაცვლად მივიღეთ ეს სიმახინჯე, რაც გუშინ ვიხილეთ. ეს უბედურება სასწრაფოდ უნდა დავასრულოთ!“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ სოჭიდან წამოსული საკრუიზო ლაინერი Astoria Grande ბათუმის პორტში შემოვიდა, მას პროტესტით დახვდნენ და ლაინერი იძულებული გახდა, ნავსადგური დაეტოვებინა.

 

მსგავსი თემები