აეროპორტში ქართველი დააკავეს, რომელიც ებრაელის სამოსით და ვიზუალით ქვეყანაში შეცვლას ცდილობდა

თელ-ავივის აეროპორტში ქართველი დააკავეს. ახალგაზრდა მამაკაცი  ორთოდოქსალური ებრაელის სამოსში იყო გამოწყობილი, ვიზუალიც ებრაელს ჰქონდა მიმსგავსებული და ამ გზით ისრაელში უკანონოდ ჩასვლას ცდილობდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ახალგაზრდა ქართველი მამაკაცი ისრაელის სპეცსამსახურებმა საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობისას ორჯერ დააკავეს. ამჯერად ის თელ-ავივში იტალიის ქალაქ ბერგამოდან ჩაფრინდა.

ის საზღვარზე შემოწმეს და აღმოჩნდა, რომ  ებრაული რელიგიური წესები საერთოდ არ იცოდა. თავიდან ეჭვი კი იმაზე გაჩნდა, რომ მამაკაცი ისრაელში შაბათს ჩაფრინდა, ორთოდოქსალური ებრაელები კი შაბათს მკაცრ წესებს იცავენ, არც მუშაობენ და არც მოგზაურობენ.

მსგავსი თემები