კელი დეგნანს რობინ დანიგანი შეცვლის

სენატმა საქართველოში შეერთებული შტატების ელჩად რობინ დანიგანი ოფიციალურად დაამტკიცა. ის კელი დეგნანს ჩაანაცვლებს.

დანიგანი სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიუროში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

30 მარტს კონგრესში მოსმენაზე დანიგანმა განაცხადა, რომ თუ მას საქართველოში ელჩად დაამტკიცებენ, მისი ყურადღება ოთხ პრიოტიტეტზე გამახვილდება. მისი თქმით, ის იმუშავებს  საქართველოს მთავრობასთან და ქართველ ხალხთან ერთად, ქვეყნის ევროკავშირში, ნატოსა და დასავლურ სამყაროში ინტეგრირებისთვის. ასევე,  ხელს შეუწყობს ორმხრივ ვაჭრობას და მხარს დაუჭერს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობას.

მსგავსი თემები