უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი აჩიკო დევრისაშვილია

უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი აჩიკო დევრისაშვილია. ამის შესახებ სოციალურ ქსელში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე წერს.

„კიდევ ერთი ქართველი გმირი მებრძოლი დავკარგეთ უკრაინაში. ვიზიარებ აჩიკო დევრისაშვილის ოჯახის და ახლობლების მწუხარებას! ღმერთმა გაანათლოს მისი სული!“, – წერს გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში.

აჩიკო დევრისაშვილი ბახმუტთან საჰაერო თავდასხმას შეეწირა. ის რუსეთ – უკრაინის ომში დაღუპული რიგით 49-ე ქართველია.

მსგავსი თემები