,,იყო საჭიროება და მიზანშეწონილობა არა არჩევნებისთვის, არამედ ქვეყნისთვის”- სარჯველაძე სამთავრობო ცვლილებებზე

უმრაველოსობის წევრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სამთავრობო ცვლილებების საჭიროება და მიზანშეწონილობა არა არჩევნებისთვის, არამედ ქვეყნისთვის იყო.

,,არავის აქვს არც მიზეზი და არც საჭიროება, რომ კონსპირაციების თეორიები ეძებონ და რაღაც ისეთი ახსნა, რაც ხელმოსაჭიდ საშუალებას გაუჩენს ოპოზიციას კრიტიკისთვის. საკმარისად კარგად, სრულად აიხსნა მიზეზები, რამაც გადაწყვეტილება მიაღებინა პარტიას ასეთ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომ ეს იყო საჭიროება და მიზანშეწონილობა არა არჩევნებისთვის, არამედ ქვეყნისთვის,”- განაცხადა სარჯველაძემ.

მსგავსი თემები