ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერსათში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერსათში სახლი დაიწვა. დოღაძეების საცხოვრებელი სახლი ცეცხლმა მთლიანად გაანადგურა.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

მერიის გავრცელებული ინფორმაციით, დოღაძეების ოჯახს ყველა იმ სერვისის ფარგლებში გაეწევა დახმარება, რაც მუნიციპალიტეტის მერიას ხანძრით დაზარალებული მოქალაქეებისთვის აქვს განკუთვნილი.

მსგავსი თემები