ევროპარლამენტში დეპუტატთა რაოდენობის გაზრდა იგეგმება

2024 წლიდან ევროპარლამენტართა რაოდენობა 15-ით გაიზრდება.

წინასწარი ინფორმაციით, ორ-ორი ევროპარლამენტარი დაემატება საფრანგეთს, ესპანეთსა და ნიდერლანდებს, თითო-თითო კი ავსტრიას, ბელგიას, პოლონეთს, სლოვენიას, სლოვაკეთს, ფინეთს, ლატვიას, ირლანდიასა და დანიას. ცვლილებების შედეგად არც ერთი ქვეყანა არ დაკარგავს ევროპარლამენტში ადგილს.

ცვლილებები ევროპარლამენტართა რაოდენობას 705-დან 720-მდე გაზრდის, თუმცა ცვლილებები ჯერ კიდევ საჭიროებს ევროპული საბჭოს და თავად ევროპარლამენტის მიერ დამტკიცებას.

დამტკიცების შემთხვევაში ცვლილებები ევროპარლამენტის შემდეგი არჩევნებიდან შევა ძალაში, რომლებიც 2024 წლის ივნისში იგეგმება.

მსგავსი თემები