ზურაბ ჭიაბერაშვილი “ნაციონალურ მოძრაობაში” დაბრუნდა

პოლიტიკოსი ზურაბ ჭიაბერაშვილი “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” დაბრუნდა. ამის შესახებ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ჭიაბერაშვილი პარტიას საგარეო მიმართულებით უხელმძღვანელებს.

როგორც ჭიაბერაშვილმა განაცხადა, პარტია მთავარ ყურადღებას სამი მიმართულებით გაამახვილებს:

“მადლობა ნაციონალურ მოძრაობას ამ შემოთავაზებისთვის, რომელიც ბუნებრივია მივიღე იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რაც დღეს ქვეყნის წინაშე დგას. დღეს პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ფოკუსირებულია 3 მნიშვნელოვან საკითხზე და ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას. რა თქმა უნდა, ესაა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ქვეყნისთვის, რომელსაც წინ ეღობება ქართული ოცნება, რუსული საოკუპაციო რეჟიმი საქართველოში და განსაკუთრებით ამ რეჟიმის მიერ წარმოებული პოლიტიკური მართლმსაჯულება და პოლიტიკური დევნა უკვე 11 წლის განმავლობაში.

პრეზიდენტ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობა დღეს არის მთავარი წინაღობა იმ გზაზე, რასაც ქვია საქართველოს დაბრუნება ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში, ამიტომ ჩვენი ძალისხმევა მიმართული იქნება, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ამავდროულად, პრეზიდენტ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობის დასრულება არის გადაუდებელი ამოცანა ქვეყნისთვის და ამ პარტიისთვის. მესამე საკითხი არის, უკრაინასთან საგარეო პოლიტიკური კავშირის შენარჩუნება, უკრაინისადმი სოლიდარობა”, – განაცხადა ზურა ჭიაბერაშვილმა. 

მსგავსი თემები