,,Cool და Wow ამბავი შეიძლება, აქედან გამოიტანოთ და მოყვეთ, რომ ვიღაცამ ზურგი აქცია”- ლევან ხაბეიშვილი

,,Cool ამბავი და Wow ამბავი შეიძლება, აქედან გამოიტანოთ თქვენ და ასე მოყვეთ, რომ ვიღაცამ რამეს ზურგი აქცია” – ასე პასუხობს “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი კითხვას –  რატომ აქცია ზურგი ალიანსს ელენე ხოშტარიამ.

მისი თქმით, მიესალმებიან თუ კონკრეტული პოლიტიკური ლიდერები ან ადამიანები გადაწყვეტენ გამარჯვების პლატფორმაზე ყოფნას.

,,არ ვიცი, იცით, რა არის – Cool ამბავი და Wow ამბავი, შეიძლება აქედან გამოიტანოთ თქვენ და ასე მოყვეთ, რომ ვიღაცამ რამეს ზურგი აქცია. კონკრეტული პოლიტიკოსები კონკრტულ გადაწყვეტილებებს იღებენ და ეს მისასალმებელია, არავინ არ ვიცით, როგორ გაგრძელდება მოლაპარაკებები. ენმ-სა და „სტრატეგია აღმაშენებელს“ შორის მოლაპარაკებები დასრულებულია, ასევე, ხომ არ ვიცით, ერთი თვის შემდეგ რა პოლიტიკური რეალობა იქნება,“ – განუცხადა ხაბეიშვილმა ტვ პირველს.

,,სტრატეგია აღმაშენებელი და ნაციონალური მოძრაობა იქნება ახალი პლატფორმის ბაზისი”- სერგო ჩიხლაძე

მსგავსი თემები