,,სტრატეგია აღმაშენებელი და ნაციონალური მოძრაობა იქნება ახალი პლატფორმის ბაზისი”- სერგო ჩიხლაძე

,,სტრატეგია აღმაშენებელი და ნაციონალური მოძრაობა, ეს ორი პარტია იქნება ამ ახალი პლატფორმის ბაზისი,”- ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხად. მისი თქმით, კონსულტაციები დასრულებულია.

,,სტრატეგია აღმაშენებელი და ნაციონალური მოძრაობა, ეს ორი პარტია იქნება ამ ახალი პლატფორმის ბაზისი ადამიანებზე იმ ცალკეული ინდივიდუალური პირებით და ა.შ. ეს მომავალი თვეების განმავლობაში გამოჩნდება ვინ შემოუერთდება ამ ერთობას, ეს იქნება ოფიციალური განაცხადი, პირველი საწყისი განაცხადი, რომელსაც პარტიების თავმჯდომარეები გააკეთებენ. სხვა პარტიებთან ამ თემაზე კონსულტაციები აღარ გვაქვს. კონსულტაციები დასრულებულია. თუ რომელიმე პროდასავლური პარტია მოიფიქრებს, ექნება სურვილი ამდენი პლატფორმის წევრი გახდეს, რა თქმა უნდა ყველა პროდასავლური ადამიანისთვის და პარტიისთვის ეს ღიაა, მაგრამ სულ 5-6 პარტია პროდასავლურ ფრონტზე და ყველამ თავისი პოზიცია უკვე განაცხადა, ამიტომ კალთების დახევას რა თქმა უნდა არცერთზე არ ვაპირებ,” – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

მსგავსი თემები