,,ძალიან ცუდი ინციდენტია. ეს არის, პირველ რიგში, სამედიცინო ეთიკის დარღვევა,”- ამის შესახებ „ვივამედის“ სამედიცინო დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ პოლონელ ექიმთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა.
„ადგილი ჰქონდა სამწუხარო ინციდენტს. მართლა ძალიან სამწუხაროა. ძალიან ცუდი ინციდენტია. ეს არის, პირველ რიგში, სამედიცინო ეთიკის დარღვევა. მით უმეტეს, ამ ნიმუშების გატანის არანაირი აკრძალვა არ ყოფილა. როგორც კი ოფიციალურად გაიცა ნებართვა ნიმუშების გადაცემაზე, პოლონურ მხარეს იქვე გადავეცით, ნიმუშის აღებისთანავე“, – განაცხადა ჩხაიძემ.
მისივე თქმით, კლინიკა გახსნილია ნებისმიერი კონსულტანტის მიმართ ნებისმიერი ქვეყნიდან.