,,მიშამ თხარა, თხარა და „ფარა“ გამოთხარა”- გურამ მაჭარაშვილი

მიშამ თხარა, თხარა და „ფარა“ გამოთხარა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს მადლობას ვუხდით. როგორც ჩანს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გადაწყვიტა, ყველაფერი სიმართლე თქვას, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, თუ ვინმე აწამებს  მიხეილ სააკაშვილს, ესენი არიან მისი ოჯახის წევრები, რადგან მასთან ”რაღაც წყალ-წყალა სუპი შეაქვთ.”

„ჩათვალეს რა, რომ პატიმარ სააკაშვილის მიმართ საზოგადოებაში დიდი ინტერესი არ იყო, გადაწყვიტეს, ქვეყანა დაესანქცირებინათ, დაეზიანებინათ, რაშიც მილიონები გადაიხადეს. მას შემდეგ, რაც სააკაშვილი ჯერ საქართველოში შემოიპარა, შემდეგ საპყრობილიდან და „ვივამედიდან“ სისულელეები ჩაიდინა, ანტიქართული განცხადებები აკეთა – ხან ქართველობაზე თქვა უარი, ხან უცხოელებს დააბრალა და დაიმუქრა, რაღაცებს ვიტყვი, აქედან თუ არ გამიყვანთო, როგორც ჩანს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გადაწყვიტა, ყველაფერი სიმართლე თქვას”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მსგავსი თემები