ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა

ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები  კიდევ  6 თვით გაახანგრძლივა. სანქციები მოიცავს ვაჭრობის, ფინანსების, ტექნოლოგიებისა და ორმაგი დანიშნულების საქონელს, მრეწველობას, ტრანსპორტსა და ფუფუნების საქონელს. შემაკავებელი ზომები 2024 წლის 31 იანვრამდე გაგრძელდა.

გარდა ამისა, სანქციები მოიცავს რუსეთიდან ევროკავშირში ნედლი ნავთობისა და გარკვეული ნავთობპროდუქტების იმპორტის ან ზღვით გადატანის აკრძალვას.

სანქციები ასევე მოიცავს რამდენიმე რუსული ბანკის SWIFT სისტემიდან გათიშვას, ასევე კრემლის მიერ მხარდაჭერილი რამდენიმე დეზინფორმაციული მედიის მაუწყებლობისა და ლიცენზიების შეჩერებას.

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების აღნიშნული პაკეტი პირველად 2014 წელს შემოიღო, ხოლო 2022 წლის თებერვალში, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ კი ის მნიშვნელოვნად გააფართოვა.

მსგავსი თემები