,,ბოროტ სახელმწიფოს არ აქვს რაკეტები, რომლებიც უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე ჩვენი ნება, გავიმარჯვოთ”- ზელენსკი

,,ბოროტ სახელმწიფოს არ აქვს რაკეტები, რომლებიც უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე ჩვენი ნება, გავიმარჯვოთ”,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი „ტელეგრამზე“ წერს.

მისი თქმით, რუსი ტერორისტები აგრძელებენ მცდელობებს გაანადგურონ უკრაინის სიცოცხლე.

,,ოდესა. მიკოლაევი. რუსი ტერორისტები აგრძელებენ მცდელობებს გაანადგურონ ჩვენი ქვეყნის სიცოცხლე. სამწუხაროდ, არიან დაჭრილები, არიან დაღუპულები… ვუსამძიმრებ ოჯახს და მეგობრებს! მაგრამ ბოროტ სახელმწიფოს არ აქვს რაკეტები, რომლებიც უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე ჩვენი ნება, გადავარჩინოთ სიცოცხლე, მხარი დავუჭიროთ ერთმანეთს და გავიმარჯვოთ”,- წერს ზელენსკი.

მსგავსი თემები