უნდათ, მიხეილ სააკაშვილს გადააყოლონ მთელი ქვეყანა – შალვა პაპუაშვილი

ვინც რამენაირად შეეხო მიხეილ სააკაშვილის საკითხს, პრეზიდენტები, პოლიტიკოსები, მინისტრები და ა.შ. ყველა შერცხვა ქართველი ხალხის წინაშე – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დოკუმენტურად დადასტურებულად გამოჩნდა, როგორ იბრძვიან „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი მფარველები საქართველოს წინააღმდეგ.

„საააკაშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციას და ა.შ. ყველა მდაბიო ქმედებას ჩვენ „ნაციონალური მოძრაობისგან“ შეგუებული ვართ, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი, კიდევ რაც გამოჩნდა უკვე დოკუმენტურად დადასტურებულად, არის, როგორ იბრძვიან „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი მფარველები საქართველოს წინააღმდეგ, საკუთარი ქვეყნის წინარმდეგ და ითხოვენ სანქცირებას ქვეყნის, საქართველოს მოქალაქეების, იმ მოქალაქეების, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობენ და უნდათ, მიხეილ სააკაშვილს გადააყოლონ მთელი ქვეყანა. თუ რამე შეიძლება იყოს მდაბიო საქციელი, სწორედ ეს არის. ამას პატიოსან საზოგადოებაში ეძახიან ღალატს. ასე რომ, რა თქმა უნდა, ღალატია, როდესაც შენ იხდი ფულს და ეკვრები ადამიანებს, რათა შენი ქვეყანა დაასანქცირონ და შენს ქვეყანას დაესხნენ თავს. ამიტომ ეს არის ღალატის მთელი ანატომია, რომელიც ჩვენ ამ ანგარიშში ამოვიკითხეთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები