,,ორპოლუსიანობა უნდა დასრულდეს და ახალი პოლიტიკური პლატფორმა შეიქმნას” – ირაკლი კუპრაძე

,,ბოლო კვლევები აჩვენებს, რომ ნაციონალური მოძრაობის გარდა, სხვა ოპოზიციურ პარტიებს აქვთ ჯამურად უფრო მეტი მხარდაჭერა, ვიდრე ენმ-ს. ამის შესახებ ,,ლელოს” ლიდერმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ორპოლუსიანობა უნდა დასრულდეს და ახალი პოლიტიკური პლატფორმა შეიქმნას.

,,მე ვეთანხმები ძველ გიორგი ვაშაძეს, რომელიც ამბობდა, რომ ივანიშვილსა და სააკაშვილს შორის გამარჯვებული ცნობილია და ეს დრომ გამოავლინა. წინა ხელისუფლების შეცდომები და დანაშაულებები, მომგებიან პოზიციაში აყენებდა „ქართულ ოცნებას”. რა არის მაშინ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გაშვების გამოსავალი? “ქართული ოცნება” მტკიცებით ფორმაში ემსახურება რუსეთის ინტერესებს ჩვენს ქვეყანაში. გამოსავალი არის, რომ ხელისუფლება შეიცვალოს კოალიციური უმრავლესობით, რომელიც მოემსახურება საზოგადოების ინტერესებს. “ლელო” ამბობს, რომ დღეს ივანიშვილის დამარცხების ფორმულა არის ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის შექმნა ენმ-სა და “ქართული ოცნების” გარეშე”, – ამბობს ირაკლი კუპრაძე.

მსგავსი თემები