გაშიფრულია სქემა, რომლის მიხედვითაც რუსეთი ამერიკული მანქანებით მარაგდება

გაშიფრულია სქემა, რომლის მიხედვითაც რუსეთი ამერიკული მანქანებით მარაგდება. გეგმის თანამონაწილეობაში კი საქართველოა მხილებული. ამის შესახებ მტკიცებულებებს Financial Times ასაჯაროებს.

ამერიკა, საქართველო, სომხეთი, ისევ საქართველო და ლარსის გავლით რუსეთი. სწორედ ეს მარშრუტია აღმოჩნდა ოკუპანტი სახელმწიფოსთვის ხსნა, რომ აკრძალვის მიუხედავად რუსებისთვის ამერიკული მანქანები მაინც ხელმისაწვდომი იყოს.

სომხეთი, რომ საქართველოსთვის მთავარ სავაჭრო პარტნიორად იქცა, ამას საქსტატის მონაცემებიც ადასტურებს. რეკორდულად გაზრდილია მოთხოვნა მანქანებზე. არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ ავტომობილების დიდი რაოდენობა, რომელზეც წვდომა რუსეთს აკრძალული აქვს, სომხეთიდან სწორედ ოკუპანტ სახელმწიფოში შედის.

მსგავსი თემები