,,ძაღლი სახლში არ ვარგოდა და სანადიროდ გარბოდაო”- ნაცვლიშვილი პრემიერზე

,,ძაღლი სახლში არ ვარგოდა და სანადიროდ გარბოდაო, სახლში ვერ ხედავს კორუფციას და იქ ეძებეს კორუფციას სადაც ეს არ არის,”- ამის შესახებ “ლელოს” წევრმა,  ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა. ოპოზიციონერი დეპუტატი პრემიერ-მინისტრის განცხადებებს ეხმიანება. ,,ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებამ შეასრულოს 12 პუნქტით გათვალისწინებული რეფორმები, არ ასრულებს რეფორმებს და იგონებს ათას ყალბ მიზეზს და საბაბს იმისთვის, რომ გააფუჭოს საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობები. ვინ დაიჯერებ იმას, რომ თუ ევროპარლამენტი და დეპუტატები იყიდებიან, მილიარდერმა ივანიშვილმა ვერ მოახერხა მათი ყიდვა? ეს ძალიან სასაცილო ბრალდებაა. ღარიბაშვილ, ძაღლი სახლში არ ვარგოდა და სანადიროდ გარბოდაო, სახლში ვერ ხედავს კორუფციას და…

მეტი...

,,თვითონ გასინჯოს მაშინ პრემიერმა, მოვიდეს”- გიული ალასანია

,,აღარ ვიცი ვინ უნდა გასინჯოს კიდევ, თვითონ გასინჯოს მაშინ პრემიერმა, მოვიდეს,”- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა. მისივე თქმით, პოლონელ ექიმებთან დაკავშირებით ინციდეტი, პენიტენციურმა სამსახურმა სპეციალურად მოაწყო. ,,ვინ არიან სხვა ექიმები, აშშ-დან გვყავდა ექიმები, შვეიცარიიდან იყვნენ, გერმანიდან იყვნენ, ვინ დარჩა უკაცრავად?! რუსეთიდან უნდა ჩამოვიყვანოთ უსათუოდ?! მე არ ვიცი რა იგულისხმება. ყველა, ვინც საჭირო იყო ჩამოყვანილი იყო, გასინჯეს, ნახეს. აქ გვყავს არაჩვეულებრივი ექიმები და იმათაც ყველამ ნახე. ისე, რომ მე აღარ ვიცი ვინ უნდა გასინჯოს კიდევ, თვითონ გასინჯოს მაშინ პრემიერმა, მოვიდეს. მე ისე გავიგე, რომ არ იყო პროგნოზირებული ეს…

მეტი...

„ჩვენ კომპრომისზე არ წავალთ”- მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, უკრაინა რუსეთთან კომპრომისზე არ წავა. მისი თქმით, რუსი დიქტატორი ცდილობს სსრკ-ს ხელახლა შექმნას და ამ სივრცეში უკრაინის დაბრუნებას. „ჩვენ კომპრომისზე არ წავალთ, რადგან რუსეთს სურს უკრაინის სახელმწიფოებრიობის განადგურება. უკრაინელებს სძულთ რუსები, რადგან ისინი გვკლავენ. რუსი დიქტატორი ცდილობს სსრკ-ს ხელახლა შექმნას და ამ სივრცეში უკრაინის დაბრუნებას“, – აცხადებს პოდოლიაკი.

მეტი...

,,არ ვარ შტერი, ჩემს სახელზე არ არის არაფერი”- მორგოშია სანქციებზე

კოკა მორგოშიას სანქციების არ ეშინია. მორგოშიას განცხადებით, მის სახელზე არ არის არაფერი და ამბობს, რომ თუ სანქციები დაუწესდება, ეს დროებითი იქნება. ,,ევროპაში მაქვს ბიზნესი, პროდუქცია არ გამაქვს, პირიქით, მომაქვს. ასე რომ ჩემს ბიზნესს მაგით ხელი არ შეეშლება. ეს თუ საერთოდ მოხდება და ამ სიგიჟემდე მივლენ, ეს იქნება დროებითი. არ არის აუცილებელი, რომ ყველა გზავნილს, გემს თუ ავტომანქანას მე ჩავყვე და ჩამოვყვე. ამიტომ, ამით არაფერი არ იცვლება. საქართველოში ნომერი პირველი სამიზნე ულტრალიბერალური ფლანგის ვართ ჩვენ და ეს დასტურდება კიდეც, რავიცი არცერთი ჩინოვნიკი არ დაუსანქცირებიათ “ოცნების” და დაიწყეს ჩემი. ჩემი დიდი ბაბუა…

მეტი...

,,ლობისტები უწერენ ევროპარლამენტარებს საქართველოს საწინააღმდეგო რეზოლუციების ტექსტებს”- მამუკა მდინარაძე

​მტკიცებულებებით, უტყუარად დასტურდება, რომ რადიკალური ოპოზიცია ცდილობს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციის განადგურებას, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ლობისტები უწერენ ევროპარლამენტარებს საქართველოს საწინააღმდეგო რეზოლუციების ტექსტებს. „ამერიკულმა კანონმა, რომლის ქართული ანალოგის ინიცირებას საქართველოში დიდი ვნებათაღელვა მოყვა, გუშინ მთლიანად გააშიშვლა რადიკალური ოპოზიციის რეალური ზრახვები: სააკაშვილი, „ნაცმოძრაობა“ და მათი დავალების მიმცემები, ოფიციალური ლობისტების მეშვეობითაც კი, საქართველოს დასანქცირებაზე მუშაობენ! ლობისტები უწერენ ევროპარლამენტარებს საქართველოს საწინააღმდეგო რეზოლუციების ტექსტებს! პარალელურად, მოპარული კვლევის ნიმუშებით ცდილობენ ექსპერტიზების გაყალბებას და განზრახ აზიანებენ საქართველოს იმიჯს! ერთი სიტყვით, უკვე მტკიცებულებებით, უტყუარად დასტურდება, რომ ცდილობენ საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციის…

მეტი...

პოლიციამ იმერეთში ჯგუფურად ჩადენილ გამოძალვის ფაქტზე 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და ამავე დეპარტამენტის ჭიათურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წარსულში ნასამართლევი 3 პირი დააკავეს. უწყების ცნობით ჯგუფური გამოძალვის ბრალდებით დაკავებულები არიან “კრიმინალური ,,ავტორიტეტები”: 1994 წელს დაბადებული კ.კ., ასევე ორი სხვადასხვა “კანონიერი ქურდის” ოჯახის წევრები – 1978 წელს დაბადებული მ.ა. (მეტსახელად „თეოფილიჩი“) და 1968 წელს დაბადებული ბ.დ. (მეტსახელად „გრიშიჩი“). დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ წარსულში არსებული უთანხმოების ნიადაგზე, 1997 წელს დაბადებულ გ.ნ.-სგან ბრალდებულები მათთვის კონკრეტული თანხის გადაცემას…

მეტი...

როდესაც განცხადებებს აკეთებს ფსევდოქართველი პატრიოტი, ვინმე არახამია, კეთილი ინებოს და ქართულ ენაზე მიმართოს ქართველ საზოგადოებას – ბრეგაძე

როდესაც განცხადებებს აკეთებს ფსევდოქართველი პატრიოტი, ვინმე არახამია, კეთილი ინებოს და ქართულ ენაზე მიმართოს ქართველ საზოგადოებას – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ  განაცხადა. ბრეგაძე არახამიას ურჩევს, პირველ რიგში, იზრუნოს იმ ქვეყნის მოქალაქეებზე, რომლის მოქალაქეც არის ამჟამად თვითონ და რომლებიც იმყოფებიან უსამართლო ომში. „რას ნიშნავს განცხადება იმის შესახებ, რომ თუკი სააკაშვილი არ იქნება თავისუფალი, მივმართავთ პროკურატურას, რომ დაიწყონ გამოძიება.  ეს არის პოლიტიზებული მართლმსაჯულების კლასიკური მაგალითი, როდესაც ადამიანი იმუქრება გამოძიების დაწყებით და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით, თუ არ იქნება შესრულებული მისი სრულიად დაუსაბუთებელი და ალოგიკური სურვილი. ეს ადამიანი, პრაქტიკულად, ერევა საქართველოს შიდა საქმეებში…

მეტი...

რუსეთმა შესაძლოა შავ ზღვაში სამოქალაქო გემებზე თავდასხმა განახორციელოს – თეთრი სახლი

თეთრი სახლის ინფორმაციით, რუსეთმა შესაძლოა შავ ზღვაში სამოქალაქო გემებზე თავდასხმა განახორციელოს. თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერის, ადამ ჰოჯის განცხადებით, აშშ-ის ხელისუფლებას აქვს ინფორმაცია, რომ რუსეთმა უკრაინის პორტების მისადგომებთან დამატებით საზღვაო ნაღმები განათავსა. ,,ჩვენი ინფორმაცია იმაზე მიუთითებს, რომ უკრაინის პორტების მისადგომებთან რუსეთმა დამატებითი საზღვაო ნაღმები განათავსა. ჩვენ გვჯერა, რომ ეს არის კოორდინირებული ძალისხმევა შავ ზღვაში განხორციელებული ნებისმიერი თავდასხმის გასამართლებლად და ამ თავდასხმების უკრაინისთვის გადასაბრალებლად”, – განაცხადა ჰოჯმა.  

მეტი...

სროლა ოკლენდში – არიან დაღუპულები და დაჭრილები

ახალი ზელანდიის უდიდეს ქალაქ ოკლენდში, ქალაქში ქალთა ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის მატჩის წინ, სროლის შედეგად სულ მცირე ორი ადამიანი და შეიარაღებული თავდამსხმელი დაიღუპა. სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა. პრემიერ-მინისტრმა კრის ჰიპკინსმა განაცხადა, რომ ფეხბურთის ტურნირი დაგეგმილივით წარიმართება და დასძინა, რომ სროლა, როგორც ჩანს, ინდივიდუალური ქმედებები იყო. „სროლისთვის არ არსებობდა გამოვლენილი პოლიტიკური ან იდეოლოგიური მოტივაცია და, შესაბამისად, ეროვნული უსაფრთხოების საფრთხე“, – განაცხადა ჰიპკინსმა. ქალაქში პოლიციელების მხრიდან კონტროლი გაძლიერდა.

მეტი...

აფხაზეთში დაღუპულთა ნეშტები 30 წლის შემდეგ ოჯახებს დაუბრუნდა

მიმდინარე წლის 19 ივლისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად, წმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში, 1990-იანი წლებში, აფხაზეთში, საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა. სამსახურის დირექტორმა დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და მათ ხსოვნას პატივი მიაგო. სამოქალაქო პანაშვიდზე, ასევე, იმყოფებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, მოადგილეები_ მირონ ჩიგოგიძე და ჯანდრი უბირია, დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე, სამსახურის თანამშრომლები, ა(ა)იპ – „ ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის’’ წარმომადგენლები, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და შერიგებისა…

მეტი...

გლობალურ ბაზარზე ხორბლის ფასი მკვეთრად გაიზარდა – ”ბიბისი”

”ბიბისის” ინფორმაციით, ხორბლის ფასი მკვეთრად გაიზარდა გლობალურ ბაზრებზე მას შემდეგ, რაც რუსეთმა განაცხადა, რომ უკრაინის პორტებისკენ მიმავალ გემებს პოტენციურ სამხედრო სამიზნედ განიხილავს. ამასთან,  მოსკოვი  გამოვიდა შეთანხმებიდან, რომელიც უზრუნველყოფდა შავი ზღვის გავლით მარცვლეულის გადაზიდვის უსაფრთხო გავლას. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ის დაუყოვნებლივ დაუბრუნდება მარცვლეულის შეთანხმებას, თუ მისი მოთხოვნები დაკმაყოფილდება. მათ შორისაა რუსეთის სოფლის მეურნეობის ბანკის გლობალურ გადახდის სისტემასთან დაკავშირება. კიევმა მოუწოდა შავი ზღვის რეგიონის სხვა ქვეყნებს ჩაერიონ სატვირთო გემების უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად. “2023 წლის 20 ივლისის 00:00 საათიდან, ყველა გემი, რომელიც შავ ზღვაში უკრაინის პორტებისკენ მიდის, განიხილება, როგორც სამხედრო…

მეტი...

რუსეთის თავდასხმა ნიკოლაევზე – დაშავდა 18 ადამიანი

20 ივლისის ღამეს რუსეთის დარტყმის შედეგად ნიკოლაევში 18 ადამიანი დაშავდა, მათგან 9 საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ნიკოლაევის მერ ალექსანდრე სენკევიჩზე დაყრდნობით ავრცელებს. დაშავებულთაგან ცხრა, მათ შორის ხუთი ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ნანგრევებიდან 2 ადამიანი გამოიყვანეს. სენკევიჩმა დააზუსტა, რომ ნანგრევებიდან ქალი და მამაკაცი გამოიყვანეს. მერის თქმით, ადამიანების განსახლებისთვის ორი ლოკაცია გამოვლინდა.

მეტი...

,,ადამიანი არის უკიდურეს მდგომარეობაში, კახექსიური, ძვალი და ტყავია ფაქტია”- გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მისი შვილი უკიდურეს მდგომარეობაშია. მისივე თქმით, ყოველთვის, როდესაც მისი შვილის თემის გააქტიურება ხდება საზღვარგარეთ, საქართველოში ცდილობენ გადაფარონ. ,,ყოველთვის, როცა ხდება გააქტიურება ჩემი შვილის გარედან, აქედან უცებ ჩნდება რაღაც მორიგი სიბინძურე, რომ გადაფარონ ის კარგი, რაც მოხდა იქ. მთელი ეს თითქმის ორწლიანი ყოფნა ჩემი შვილის იქ, რა თქმა უნდა, ემსახურება იმას, რომ ჩემი შვილი როგორმე მოიშორონ თავიდან, ანუ მოკლან. ამას ემსახურებოდა მისი მოწამვლა, ამას ემსახურებოდა მისი წამება და ყველაფერი რაც მან გამოიარა. ახლა ადამიანი არის უკიდურეს მდგომარეობაში, ამას მე ვხედავ ყოველ შესვლაზე, კახექსიური, ძვალი და…

მეტი...

თავდასხმა ოდესაზე – სულ მცირე 2 ადამიანი დაშავდა

უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რუსეთი ზედიზედ მესამე ღამეს თავს დაესხა სამხრეთ საპორტო ქალაქ ოდესას. რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ კიპერის ცნობით, თავდასხმების შედეგად სულ მცირე ორი ადამიანი დაშავდა. ,,სულ მცირე რვა რუსული ტუ-22მ3 თვითმფრინავი „მოფრინავდა შავი ზღვის მიმართულებით“, – განაცხადა უკრაინის საჰაერო ძალებმა. მიკოლაევის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმის განცხადებით, რუსეთმა ხუთშაბათს დაარტყა ქალაქის ცენტრს. სულ მცირე 18 ადამიანი დაიჭრა, მათ შორის 5 ბავშვია.

მეტი...

ევროპარლამენტარები „ალტ-ინფოს“ და კონსტანტინე მორგოშიას დასანქცირებას ითხოვენ

ევროპარლამენტარები ევროკავშირის ხელმძღვანელობას მოუწოდებენ, „ალტ-ინფო“ და მისი ლიდერი, კონსტანტინე მორგოშია დაასანქცირონ. განცხადებას ხელს აწერს ექვსი პარლამენტარი – მარკ ანგელი, კიმ ვან სპარენტაკი, მარია ვალში, პიერ კარლესკინდი, მალინ ბიორკი და ფაბიო მასიმო კასტალდო. „ჩვენ მტკიცედ მოვითხოვთ მიზანმიმართულ სანქციებს ჯგუფ „ალტ-ინფოს“ და მის უკან მყოფი ოლიგარქის, კონსტანტინე მორგოშიას მიმართ. ცნობილია, რომ „ალტ-ინფო“ ავრცელებს ლგბტქი-ფობიურ სიძულვილის ენას თავის მედია არხებზე და აქტიურად იყო ჩართული 8 ივლისს თბილისი პრაიდზე თავდასხმებში. ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, ებრძოლონ ლგბტქი-ფობიურ ძალადობასა და რიტორიკას საქართველოში და ვალდებულებას უზრუნველყონ განსაკუთრებით ლგბტქი ადამიანების უსაფრთხოება“, – ნათქვამია წერილში.            

მეტი...

,,თუ რამე ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას, ეს რუსეთი და მისი გავლენის ქვეშ მყოფი “ქართული ოცნების” მთავრობაა”- არახამია

უკრაინის ფრაქცია “ხალხის მსახურის” თავმჯდომარე დავით არახამია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება. მისი თქმით, ”თუ რამე ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას, ეს რუსეთი და მისი გავლენის ქვეშ მყოფი “ქართული ოცნების” მთავრობაა.” ,,საქართველოს პრემიერ-მინისტრი მორიგ ჯერზე ტყუის და მორიგ ჯერზე ავრცელებს ცრუ ინფორმაციას, რაც მიზნად ისახავს უკრაინელ და ქართველ ხალხს შორის შუღლის ჩამოგდებას, ეს კი მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია. თუ რამე ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას, ეს რუსეთი და მისი გავლენის ქვეშ მყოფი “ქართული ოცნების” მთავრობაა. რაც შეეხება უკრაინას, ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია ჩვენი მეგობარი ქართველების ადგილი ჩვენთან ერთად ერთიან ევროპულ ოჯახში იყოს, სადაც უზრუნველყოფილია…

მეტი...

რუსეთი საკვებს ომის იარაღად იყენებს – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებით, რუსეთი საკვებს ომის იარაღად იყენებს. მისი თქმით, ოდესის პორტზე თავდასხმებით ნათელი უნდა იყოს, რომ რუსეთი საკვებს ომის იარაღად იყენებს არა მხოლოდ უკრაინელების, არამედ მსოფლიოში ყველა ადამიანის წინააღმდეგ. „მე ვიტყვი, რომ რუსეთი აგრძელებს საკვების გამოყენებას ომის იარაღად. უკვე მეორე დღეა, რაც რუსეთის ფედერაციის მიერ საერთაშორისო წყლებში გემების მიმართ მუქარას ვისმენთ. ასევე მუქარას ვისმენთ უკრაინული მარცვლეულის გადამზიდავ გემებთან მიმართებაშიც, რაც, ვფიქრობ, ყველას ესმის, რას ნიშნავს ეს და ხედავთ, როგორ აორმაგებენ ამ საფრთხეებს“, – განაცხადა მილერმა.  

მეტი...