ოკუპირებულ ყირიმში ორი რუსული საჰაერო ბაზა აფეთქდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Unian ავრცელებს.
“უბრალოდ ძლიერი აფეთქება მოხდა სოფლების ივანივკასა და ნოვოფედორივკას მიდამოებში… აფეთქებები სიმფეროპოლის რაიონში, მუშაობს საჰაერო თავდაცვა”, – წერენ თვითმხილველები.
ამასთან, გამოცების ცნობით, სერხიი აქსიონოვი იტყობინება სავარაუდოდ ჩამოგდებული უპილოტო საფრენი აპარატის შესახებ: ”დრონი ჩამოაგდეს ყირიმის ცენტრალურ ნაწილში, მსხვერპლი და დაზიანება არ ყოფილა”.
Radio Svoboda-ს ცნობით, აფეთქებები ნოვოფედორივკას სამხედრო აეროდრომის მიდამოში მოხდა. იქ დაფუძნებულია რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის 43-ე ცალკეული საზღვაო თავდასხმის საავიაციო პოლკი.