ლიეტუვამ ქვეყანაში მცხოვრებ 135 რუსს ბინადრობის ნებართვა გაუუქმა და ზოგიერთი მათგანი უსაფრთხოების საფრთხედ მიიჩნია. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია წერს.
ქვეყნის მიგრაციის დეპარტამენტის ცნობით, 2022 წელს 38 რუსს ჩამოართვეს მუდმივი საცხოვრებლის უფლება, დამატებით 97-ს მიმდინარე წელს.
მიუხედავად მზარდი შეზღუდვებისა, მიგრაციის დეპარტამენტის მონაცემებით, ლიეტუვაში ბინადრობის ნებართვისთვის რუსების რიცხვი გაორმაგდა 2021-2022 წლებში და თითქმის 4000-ს მიაღწია.
ლიეტუვაში ცხოვრების უფლება შეიძლება ჩამოერთვას რამდენიმე მიზეზის გამო, მაგალითად, თუ უცხოელი ჩაიდენს „ძალიან მძიმე დანაშაულს“, „არის საფრთხეს სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის“ ან საზოგადოებისთვის.