ლიეტუვამ კიბერთავდასხმის შედეგად ნატო-ს სამიტის მონაცემების გაჟონვა დაადასტურა

ლიეტუვის კრიზისების მართვის ეროვნულმა ცენტრმა დაადასტურა, რომ გასულ კვირას სამთავრობო სისტემებზე კიბერთავდასხმის შედეგად, ნატო-ს სამიტის მონაცემებმა გაჟონა.

“პოლიცია აგრძელებს წინასწარ გამოძიებას. პრობლემის სიღრმე, სავარაუდოდ, უფრო დიდია, ვიდრე თავდაპირველად იყო მოსალოდნელი. დიახ, კიბერინციდენტი დაფიქსირდა, მაგრამ ზარალის მასშტაბი ჯერ დადგენილი არ არის”, – განაცხადა კიბერუსაფრთხოების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ვილმანტას ვიტკაუსკასმა.

ეროვნული უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მთავრობის კანცლერმა საიდუმლოების დაცვის საკოორდინაციო კომისიას სთხოვა გამოქვეყნებული დოკუმენტების ავთენტურობისა და საიდუმლოების შეფასება.

“ინსტიტუციებს, რომელთა დოკუმენტები საჯარო გახდა, სთხოვეს შეეფასებინათ ისინი: ისინი მთლიანად ან ნაწილობრივ არის გამჟღავნებული, გაყალბებით”, – განაცხადა ვიტკაუსკასმა.

არსებული ინფორმაციით, კიბერდამნაშავეებმა მიიღეს წვდომა რამდენიმე საიდუმლო მონაცემზე სამიტის ორგანიზებასთან დაკავშირებით. ეს, კერძოდ, იყო ინფორმაცია იმ პირთა ვინაობის შესახებ, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ უსაფრთხოებაზე, ასევე დელეგაციების მარშრუტებზე.

მსგავსი თემები