პოლიცია ბერლინის გარეუბანში ლომს ეძებს

პოლიცია ბერლინის სამხრეთ-დასავლეთ გარეუბანში გარეულ ცხოველს ეძებ. თავდაპირველად პოლიციას ლომის შესახებ ინფორმაცია ორმა მოქალაქემ მიაწოდა.

მოქალაქეების განცხადებით, შენიშნეს დიდი ზომის კატა, რომელიც მათი თქმით შესაძლოა ლომი იყოს.

მოსახლეობას  შენობებში დარჩენისკენ მოუწოდებენ, სანამ პოლიცია ცხოველს არ იპოვის.

თუ ცხოველი ლომია, გაუგებარია საიდან გაჩნდა იქ. ადგილობრივმა ზოოპარკებმა, ცხოველთა თავშესაფრებმა და ცირკებმა განაცხადეს, რომ არცერთი ლომი არ გაქცეულა მათი ობიექტებიდან.

მსგავსი თემები