მგონია, რომ ექიმი „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმების გარეშე არ მოქმედებდა – იაგო ხვიჩია

მგონია, რომ ექიმი, რომელმაც ეს ილეთი სრულიად არასაჭირო დროს და ადგილას ჩაატარა, „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმების გარეშე არ მოქმედებდა, ან იმდენად სულელია, რომ მისი პაციენტთან შეყვანა არ შეიძლება, – ამის შესახებ ”გირჩის” დეპუტატმა, იაგო ხვიჩიმ განაცხადა.

„თუ არ მოისყიდან, აბა, როცა ყველაფრის გამოტანა შეგიძლია და ამ დროს წინდით გამოგაქვს, პროცესის დისკრედიტაცია ხდება, სხვა რას უნდა დააბრალო, თუ არა სისულელეს ან შეთანხმებას? გაყალბებისთვისაც რომ ნდომოდა, ნიმუში ისედაც ხომ გაიტანეს? ჩუმად გატანილს აყალბებ და არაჩუმად გატანილს, არა, ვერ დავიჯერებ. რაც შეეხება პოლონეთის საგარეოს განცხადებას, როცა ასეთ სკანდალში გაეხვევი და შენს ელჩს იბარებენ, განცხადების გაკეთება მოგიწევს, მაგრამ პირველი ეჭვი უნდა მიიტანო ხელისუფლებასა და სააკაშვილის ექიმების კოლაბორაციაზე“, – განაცხადა ხვიჩიამ.

 

მსგავსი თემები