აშშ უკრაინას 1,3 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა უკრაინისთვის $1,3 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა. პაკეტი, რომელიც მოიცავს საჰაერო თავდაცვის მნიშვნელოვან შესაძლებლობებს და საბრძოლო მასალას, უზრუნველყოფილი იქნება უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის (USAI) ფარგლებში.

თავდაცვის დეპარტამენტის ცნობით, ეს პაკეტი ხაზს უსვამს შეერთებული შტატების მუდმივ ვალდებულებას უკრაინის მწვავე მოთხოვნების დაკმაყოფილების კრიტიკული უახლოესი შესაძლებლობების განხორციელებით.

დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს:

  • 4 ერთეულ NASAMS-ის საზენიტო სარაკეტო სისტემასა და მათთვის განკუთვნილ სარაკეტო მარაგს;
  • 152 მილიმეტრიან საარტილერიო ჭურვებს;
  • ნაღმებისგან გაწმენდის მოწყობილობა;
  • მართვადი რაკეტები;
  • უპილოტო საჰაერო სისტემები;
  • ზუსტი საჰაერო საბრძოლო მასალა;
  • საწვავის 150 მანქანა;
  • 115 ერთეული ტაქტიკური მანქანა ტექნიკის გადასაზიდად;
  • 50 ტაქტიკური მანქანა აღჭურვილობის აღსადგენად;
  • პორტისა და ნავსადგურების უსაფრთხოების აღჭურვილობა;
  • ტაქტიკური უსაფრთხო საკომუნიკაციო სისტემები;

მსგავსი თემები