,,ვქმნით გამარჯვების პლატფორმას, რომელსაც წლებია ელოდებიან საქართველოს მოქალაქეები” – გიორგი ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ენმ-ის თავმჯდომარესთან, ლევან ხაბეიშვილთან ერთად გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ,,ენმ-სთან, მიხეილ სააკაშვილის პარტიასთან ერთად, ვიწყებთ გამარჯვების, ცვლილებების და ივანიშვილის რუსული რეჟიმისგან გათავისუფლების მოძრაობას”.

,,ვქმნით გამარჯვების პლატფორმას, რომელსაც წლებია ელოდებიან საქართველოს მოქალაქეები. პლატფორმას, რომლის მთავარი საზრუნავი იქნება საქართველოს მოქალაქე, მისი პრობლემების მოგვარება, NATO-ში და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების დაჩქარება, დეოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა”, – განაცხადა ვაშაძემ.

მსგავსი თემები