კრემლმა კადიროვს ოკუპირებულ აფხაზეთში მებრძოლების გადასროლის ბრძანება მისცა

რამზან კადიროვთან დაახლოებული წყაროს ინფორმაციით, ჩეჩნეთის ლიდერმა მოსკოვიდან ბრძანება მიიღო აფხაზეთში 700-800 მებრძოლის გადასროლის შესახებ.

გავრცელებული ინფორმაციით, კადიროვის ძალებმა აფხაზეთში “რეფერენდუმის” ჩატარების დროს კონტროლი უნდა უზრუნველყონ.

ტელეგრამ არხი იუწყება, რომ რუსეთს აფხაზეთის მიერთება სურს. მათივე ცნობით, როლი კადიროვს იმის გამო დააკისრეს, რომ  პრიგოჟინის ამბოხებისას რამდენიმე რუსულმა ძალოვანმა უწყებამ სრული უუნარობა გამოავლინა.

წყარო – ”მთავარი არხი”

მსგავსი თემები