,,თქვენ უნდა მოიხადოთ ბოდიში, რომ აი ამ მდგომარეობამდე მიმიყვანეთ”- მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესს დისტანციურად ჩაერთო.  პროცესზე სააკაშვილმა შალვა პაპუაშვილმა მიმართა და განაცხადა, რომ ბოდიში მას უნდა მოუხადონ.

,,თურმე ევროპამ ბოდიში უნდა მოიხადოს, ევროპარლამენტმა, რომ ითხოვენ ჩემ გათავისუფლებას. მინდა ვუთხრა ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარეს, თქვენ უნდა მოიხადოთ ბოდიში, რომ აი ამ მდგომარეობამდე მომიყვანეთ. აი ამ მდგომარეობამდე მომიყვანეთ, ბოდიში უნდა მოიხადოთ თქვენ ევროპარლამენტარების წინაშე, ჩემ წინაშე, ჩემი ოჯახის წინაშე, უკრაინის სახელმწიფოს წინაშე, რომ მისი მოქალაქე ამ მდგომარეობაში არის, ყველა ქართველის წინაშე, რომ ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელი არის ამ მდგომარეობაში ჩაყენებული”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მსგავსი თემები