7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი დღეს გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი დღეს გაიმართება.  ამ ეტაპზე უცნობია, დაესწრება თუ არა დისტანციურად თავად მიხეილ სააკაშვილი პროცესს.

აღნიშნულ საქმეზე ერთ-ერთი მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილი ახალი მოსამართლით, ლაშა კლდიაშვილით შეიცვალა.

სააკაშვილის ადვოკატების რამდენიმე შუამდგომლობის დაყენებას აპირებენ, მათ შორის სხდომის საჯაროობის შესახებ.

 

მსგავსი თემები