,,არაფერი ისეთი მე არ გამიკეთებია, დანაშაული არ ჩამიდენია”- მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, დამნაშვე არ არის. როგორც ექსპრეზიდენტმა სასამართლო პროცესზე აღნიშნა, საქართველოს დამნაშავე პრეზიდენტი არ ჰყოლია.

,,სრულიად უდანაშაულო ადამიანს რატომ მამყოფებენ ამ ვითარებაში, არაფერი ისეთი მე არ გამიკეთებია, დანაშაული არ ჩამიდენია, საქართველოს არ ჰყოლია დამნაშავე პრეზიდენტი, ჩემს სულს ვერაფერს დააკლებთ,”- განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ბრალდება თითიდან გამოწოვილია.

,,ამ მდგომარეობამდე მიმიყვანეს. საქართველოში ძალადობა აღარ იქნება და საქართველო იქნება წარმატებული ქვეყანა. რაც შეეხება პროცესს, ბრალდება თითიდან გამოწოვილია. არაფერი არ წამიღია საქართველოდან. მთელი ჩემი ცხოვრება ეძღვნებოდა საქართველოს. მჯერა, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს ძალიან დიდი პერსპექტივა“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მსგავსი თემები