სოფელ ძეგვში პირველი სტომატოლოგიური კლინიკა გაიხსნა

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეგვში პირველი სტომატოლოგიური კლინიკა გაიხსნა. 4000 მაცხოვრებლიან სოფელს დღემდე სტონატოლოგიური კლინიკა არ ჰქონდა. „დენტონი ბაუერი” დღეიდან როგორც ბავშვებს, ისე მოზარდებს, მოზრდილებსა და ასაკოვნებს მოემსახურება.  როგორც ადგილობრივები აცხადებენ, აწი აღარ მოუწევთ სოფლიდან მცხეთასა და თბილისში ჩასვლა.

„ძალიან ვწვალობდით, რომ ჩვენს სოფელში ერთი სტომატოლოგი არ გვყავდა. ძირითადად თბილისში გვიწევდა ჩასვლა. როგორია ღამე რომ კბილი აგტკივდეს და ვერაფერს აკეთებ, ამხელა გზაზე თბილისში რომ უნდა ჩახვიდე. კარგია, რომ სოფელი ძლიერდება, ყველაფერი უნდა იყოს სოფელში ხელმისაწვდომი. მოხუცებსაც ძალიან უჭირდათ აქედან თბილისში სიარული. ყველა მომსახურება ადგილზე გვექნება“ – ამბობს კლინიკის ერთ-ერთი ადგილობრივი პაციენტი.

სტომატოლოგიურ კლინიკას თერაპევტი  სტომატოლოგი ნინო კობიძე ხელმძღვანელობს. მისი თქმით, კლინიკაში შემდეგი სახის მომსახურება იქნება შესაძლებელი: თერაპია, ქირურგია, ბავშვთა სტომატოლოგია, ორთოპედია და ორთოდონტია.

 

მსგავსი თემები