პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია

პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ვეტო დაძლია. გადაწყვეტილებას მხარი 78-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 14.

ცვლილებების თანახმად, ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევ კონკურსს გამოაცხადებს და საკონკურსო კომისიას შექმნის პარლამენტის თავმჯდომარე. კომისიის შემადგენლობაში იქნება ცხრა წევრი და ის დაკომპლექტებული იქნება პრეზიდენტის ერთი წარმომადგენლის, სამოქალაქო სექტორისა და აკადემიური წრეების რვა წარმომადგენლისგან.

ცვლილებების მიხედვით, ცესკო-ს თავმჯდომარისა და ცესკო-ს წევრების კანდიდატურებს პარლამენტს წარუდგენს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.

ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს წევრები აირჩევიან 5 წლის ვადით პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით.

მსგავსი თემები