,,მომეცით პოლიტიკურ პროცესებში ღიად მონაწილეობის საშუალება”- მიხეილ სააკაშვილი

,,მომეცით პოლიტიკურ პროცესებში ღიად მონაწილეობის საშუალება. უნდა შევძლოთ საერთო ენის გამონახვა“,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, სადაც  კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად ჩაერთო.

სააკაშვილი ღია დებატებს ითხოვს.

,,ძლიერად ვარ, უკრაინის ამაყი მოქალაქე ვარ, ვამაყობ ზელენსკით, იმ ქართველებით, ვინც იცავენ უკრაინას. მადლობა ზელენსკის მხარდაჭერისთვის. რატომ გეშინიათ, სააკაშვილთან ღიად შეხვიდეთ დებატებში, ჩვენი გზა იყო სწორი, თუ თქვენი გზა. გადაწყვიტოს ეს ქართველმა ხალხმა. ღია დებატებში, კამათში შევიდეთ. საჭიროა, მომცეთ საშუალება, არა სამ თვეში ერთხელ გამოვჩნდე, არამედ მქონდეს ღია დებატების საშუალება. გამოდით ხალხო, ბევრი მომხრე მყავს. ხალხს ჰგონია, ცოტანი არიან. ის დროა, მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ აქეთ მხარეს. საქართველო იქნება ეროვნული დროშის ქვეშ რეგიონის წამყვანი ქვეყანა. წკიპზეა რუსეთი. ჩვენ უნდა ვიყოთ მაგარ ფორმაში. აფხაზეთში ჩვენ უნდა დავბრუნდეთ მშვიდობიანად, მომავალი ვერავინ უნდა წაგვართვას. მომეცით პოლიტიკურ პროცესებში ღიად მონაწილეობის საშუალება. უნდა შევძლოთ საერთო ენის გამონახვა“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მსგავსი თემები