„სანამ ხალხი არ დაინახავს, როგორც იწვის ბიგ-ბენი, ეიფელის კოშკი და ნაციონალური გალერეა, იქამდე არაფერი იქნება“ – სიმონიანი

კრემლის პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი მოკავშირეებს უკრაინაში იარაღის მიწოდების გამო აკრიტიკებს. მისი თქმით, ეს სავარაუდოდ შეჩერდებოდა, თუ რუსეთი დაიწყებდა დარტყმას ევროპისა და შეერთებული შტატების ქალაქებზე, ასევე ისტორიულ ადგილებზე.

გარდა ამისა, სიმონიანი ფიქრობს, რომ თუ რუსეთის ფედერაცია გადაწყვეტს თავდასხმას ნატოს რომელიმე ქვეყნის ტერიტორიაზე, მაშინ ეს მთელ ალიანსს შეაშინებს და პასუხი არ იქნება.

„სანამ ხალხი არ დაინახავს, როგორც იწვის ბიგ-ბენი ლონდონში, ეიფელის კოშკი პარიზში და ნაციონალური გალერეა ვაშინგტონში, იქამდე არაფერი იქნება“, – აცხადებს სიამონიანი.

 

მსგავსი თემები