არეულობა საფრანგეთში – 15 პირს ექვს თვემდე პატიმრობა მიუსაჯეს

საფრანგეთში მასობრივ არეულობაში მონაწილე პირებს ექვს თვემდე პატიმრობა მიუსაჯეს. სასამართლომ 30 ადამიანის საქმე განიხილა, მათ ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, პარფიუმერიისა და ელექტროტექნიკის მოპარვაში ედებოდათ ბრალი.

15 პირს ექვს თვემდე პატიმრობა მიუსაჯეს, ხუთი ციხეში გადაიყვანეს, სამ ადამიანს შინაპატიმრობა მიუსაჯეს, ორს კი ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაუნიშნეს. რვა ადამიანი პროცედურული დარღვევების გამო გათავისუფლდა.

ცნობისთვის, საფრანგეთში არეულობა პოლიციის მხრიდან 17 წლის მოზარდის მკვლელობას მოჰყვა.   მოზარდი 27 ივნისს პარიზის გარეუბანში მოკლეს. ახალგაზრდა პოლიციელებმა საგზაო წესების დარღვევისთვის გააჩერა. გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ ერთ-ერთ პოლიციელს მისთვის იარაღი აქვს დამიზნებული. გასროლის შედეგად მოზარდი ადგილზე დაიღუპა.

მსგავსი თემები