საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებული უწყებაში დაიბარეს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული, ოლექსანდრ შულგა დაიბარეს.

დროებითი რწმუნებულის საგარეო უწყებაში დაბარება უკრაინული მხარის მიერ კომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ დასანქცირებას უკავშირდება.

ცნობისთვის, პირველ ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც სანქციები დაუწესდათ Georgian Airwas-სა და მის დამფუძნებელ თამაზ გაიაშვილს. უკრაინის პრეზიდენტმა სანქციები  190 პირსა და 290 კომპანიას დაუწესა.

მსგავსი თემები