„უნდა დასანქცირდეს ყველაზე მკაცრი სანქციებით, ვინც საქართველოში უკრაინის წინააღმდეგ მოქმედებს”- მიხეილ სააკაშვილი

„უნდა დასანქცირდეს ყველაზე მკაცრი სანქციებით ყველა, ვინც საქართველოში უკრაინის წინააღმდეგ მოქმედებს,“ – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხელ სააკაშვილმა განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესს დისტანციურად ესწრება.

,,მე მინდა ვთქვა, რომ ამ სასამართლოს პირობებშიც კი, ჩვენი მთავარი მოტივაცია უნდა იყოს, რომ არ უნდა შეგვეშინდეს, მე არ შემეშინდა ვარდების რევოლუციის დროს, არ შემეშინდა 2008 წელს, როცა ყველა მეუბნებოდა, რომ გავსულიყავი საქართველოდან, იმიტომ, რომ დავრჩი თბილისში გადავარჩინე საქართველოს სახელმწიფოებრივობა. მე არ შემეშინდა 2021 წელს, როცა დავბრუნდი ამ სასამართლოს პირობებშიც კი,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

მსგავსი თემები