რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ცნობით, ანექსირებული ყირიმის ხელმძღვანელზე თავდასხმა აღკვეთეს

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის განცხადებით, ანექსირებული ყირიმის ხელმძღვანელზე, სერგეი აქსიონოვზე თავდასხმა აღკვეთეს.

მათივე ცნობით, დაკავებულია რუსეთის მოქალაქე, რომელიც უკრაინის სპეცსამსახურების მიერ იყო გაწვრთნილი ნაღმის აფეთქებაში.

უწყება აცხადებს, რომ მამაკაცი გეგმავდა აქსიონოვის მანქანის აფეთქებას, მაგრამ ის დაიჭირეს, როდესაც ბომბი სამალავიდან აიღო. საქმე აღიძრა ტერორისტული აქტის მცდელობისა და ასაფეთქებელი ნივთიერების უკანონო შეძენის მუხლით.

 

მსგავსი თემები