,,მოგმართავთ თხოვნით, ძაღლების გამოკვებისთვის შეარჩიეთ უსაფრთხო და მყუდრო ტერიტორია”- ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მიუსაფარ ცხოველებზე მზრუნველ ადამიანებს მადლობას უხდის. სააგენტო მათ თხოვნით მიმართავს, ძაღლების გამოკვებისთვის შეარჩიიონ უსაფრთხო და მყუდრო ტერიტორია, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების, სადარბაზოებისა და ქვეითთა სავალი ნაწილებისგან მოშორებით.

,,ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მიუსაფარ ცხოველებზე მზრუნველ ადამიანებს მადლობას გიხდით თქვენი ფასდაუდებელი შრომისთვის და მოგმართავთ თხოვნით, ძაღლების გამოკვებისთვის შეარჩიეთ უსაფრთხო და მყუდრო ტერიტორია, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების, სადარბაზოებისა და ქვეითთა სავალი ნაწილებისგან მოშორებით.

როგორც წესი, ძაღლი კონკრეტულ ადგილას კვების შემდეგ, ამ ტერიტორიის მონიშვნასა და დაცვას იწყებს.

ამიტომ, გთხოვთ, მოქალაქეების უსაფრთხოებისა და თავად ცხოველების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, მათი კვებისთვის ხალხმრავალი ადგილებისგან მოშორებული ტერიტორია შეარჩიეთ,”- ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები