პუტინის ძალაუფლების მთელი ვერტიკალი, უბრალოდ იშლება – ზელენსკი

ვლადიმერ პუტინის პასუხი ვაგნერის შეიარაღებულ აჯანყებაზე იყო „სუსტი“ და რუსეთის პრეზიდენტი კარგავს კონტროლს საკუთარ ხალხზე – ამის შესახებ  უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ”სიენენს” განუცხადა.

მისი თქმით, მთელი ძალაუფლების ვერტიკალი, რომელიც პუტინს ჰქონდა, უბრალოდ იშლება.

,,ჩვენ ვნახეთ პუტინის რეაქცია. ეს რეაქცია სუსტი იყო. პირველ რიგში, ჩვენ ვხედავთ, რომ ის [პუტინი] ყველაფერს არ აკონტროლებს. ვაგნერის რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა და გარკვეული რეგიონების აღება აჩვენებს, თუ რამდენად ადვილია ამის გაკეთება. პუტინი არ აკონტროლებს სიტუაციას რეგიონებში. ძალაუფლების მთელი ვერტიკალი, რომელიც მას ჰქონდა, უბრალოდ იშლება”, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები