,,ამჩატდა ყველა – გახარია, ხაზარაძე, „ნაცმოძრაობა“, „ლელო“- ირაკლი კობახიძე

ვერც გაანალიზეს, ვერც შეაფასეს, ამის არც უნარი ეყოთ და არც არაფერი, ამჩატდნენ და სწორედ ამ ამჩატების შედეგი იყო უამრავი შეცდომა, რომლებიც მათ დაუშვეს განცხადებების კეთების დროს –  ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ”ამჩატდა ყველა – გახარია, ხაზარაძე, „ნაცმოძრაობა“, „ლელო“. ,,გახსოვთ შეძახილები გოუ, გოუ, ჟენია. ეს ხომ „ნაცმოძრაობას“ ეკუთვნოდა; ლექსები მიუძღვნეს პრიგოჟინს, ესეც ხომ „ნაცმოძრაობის“ ამბავი იყო; სოჩა საქართველოა – სოჩას სპეციალურად ვამბობ, რადგან ასე ეწერათ. სოჩა საქართველოა ტრიალებდა მთელი „ნაცმოძრაობის“ ეგრეთ წოდებულ ფეისბუქბაბლში. ეს იყო მათი რეაქცია პრიგოჟინის ამბოხთან დაკავშირებით. ზოგადად, პრიგოჟინის აჯანყებაზე რომ…

მეტი...

,,სტრასბურგის სასამართლო დაეხმარა გადაწყვეტილების მიღებაში, რომ აღარ უნდა მოკვდეს”- კობახიძე სააკაშვილზე

”ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე იუსტიციის სამინისტროსთან დღეს გამართულ აქციას გამოეხმაურა. მისი თქმით, ამ აქციებს ვერავითარი ფასი ვერ ექნება. ,,თქვენ გახსოვთ, რომ 600 დღის განმავლობაში სააკაშვილი კვდებოდა, მადლობა ღმერთს, გავიდა ეს 600 დღე და აღარ კვდება, სტრასბურგის სასამართლო დაეხმარა ამ ასე ვთქვათ, გადაწყვეტილების მიღებაში, რომ აღარ უნდა მოკვდეს, ეს არის ძალიან კარგი. საბოლოოდ, არ ვიცი, ამ აქციებს ვერავითარი ფასი ვერ ექნება ამ ფონზე”, – განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, დღეს იუსტიციის სამინისტროსთან აქცია გაიამართა. აქციის მონაწილეები მიხეილ სააკაშვილთან ევროკავშირის სამედიცინო მისიის შეშვებას ითხოვდნენ.  

მეტი...

,,გვარამია თავის წვლილს შეიტანს პოლარიზაციის გაღრმავებაში, მისი ერთადერთი იარაღია ბილწსიტყვაობა”- ირაკლი კობახიძე

”ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ვინ სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას შეწყალება დაავალა, მის ინტერესებშია პოლარიზაციის გაღვივება. მისი თქმით, უახლოეს თვეებში ვნახავთ, რომ ნიკა გვარამია თავის წვლილს შეიტანს პოლარიზაციის გაღრმავებაში. ,,რა თქმა უნდა, ვინც დაავალა სალომე ზურაბიშვილს ამ ნაბიჯის გადადგმა, მის ინტერესებშია პოლარიზაციის გაღვივება. ჩვენ უახლოეს თვეებში ვნახავთ, რომ რეალურად, გვარამია თავის წვლილს შეიტანს პოლარიზაციის გაღრმავებაში. მისი ერთადერთი იარაღია ბილწსიტყვაობა. მთელი ეს წლები, ერთადერთი წელი, როცა ის არ ბილწსიტყვაობდა იყო, როცა იყო ციხეში. ბილწსიტყვაობა ეტყობა არ იცით რა არის, ღარიბაშვილისგან ბილწსიტყვაობა არავის მოუსმენია, ბილწსიტყვაობა არის ის, რასაც ისმენდა ხალხი გვარამიასგან”,-…

მეტი...

,,გვაქვს გზავნილი, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა უნდა განხორციელდეს მხოლოდ მშვიდობიანი ფორმით”- კობახიძე

ჩვენ გვაქვს გზავნილი ყველას მიმართ, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა უნდა განხორციელდეს მხოლოდ მშვიდობიანი ფორმით  – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან ერთად, მნიშვნელოვანია ნდობის აღდგენა აფხაზებთან, ოსებთან. „გახსოვთ, ოპოზიციაში გამოთქვამდნენ მზადყოფნას, რომ ნებისმიერი საბაბი გამოეყენებინათ მეორე ფრონტისთვის, მათ შორის საუბარი იყო აფხაზეთსა და ცხინვალში ტანკებით შესვლაზე. ჩვენ გვაქვს გზავნილი ყველას მიმართ, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა უნდა განხორციელდეს მხოლოდ მშვიდობიანი ფორმით და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან ერთად, მნიშვნელოვანია ნდობის აღდგენა აფხაზებთან, ოსებთან. ეს უნდა იყოს ჩვენი პოლიტიკის მთავარი ხაზი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ბოლომდე გავყვებით…

მეტი...

,,ბაღებშიც უნდა შევიტანოთ სწავლება”- პრემიერი სამხედრო სწავლებაზე

აუცილებელია ჩვენი ახალგაზრდების ჩართულობა, თავიდანვე, სკოლებიდან, ის კი არა, ბაღებშიც უნდა შევიტანოთ სწავლება – აუცილებელია ჩვენი ახალგაზრდების ჩართულობა, თავიდანვე, სკოლებიდან, ის კი არა, ბაღებშიც უნდა შევიტანოთ სწავლება. მისი თქმით, ჯარის მნიშვნელობა და როლი ჩვენი საზოგადოების განვითარების საქმეში ძალიან დიდია. ,,ჯარის მნიშვნელობა და ზოგადად, ჩვენი საამაყო ჯარის როლი ჩვენი საზოგადოების განვითარების საქმეში ძალიან დიდია. მიმაჩნია, რომ აუცილებელია ჩვენი ახალგაზრდების ჩართულობა, თავიდანვე, სკოლებიდან, ის კი არა, ბაღებშიც უნდა შევიტანოთ სწავლება, მეტი ინფორმაცია უნდა შევიტანოთ რომ გაიზარდოს ინფორმირებულობა, ცნობიერება ამაღლდეს ახალგაზრდებში, გაიგონ თავად, თუ როგორ იმართება ჯარი, თავად გექნებათ თქვენ ეს უნიკალური შანსი,…

მეტი...

,,სჯობს, თავზე ბომბები გვეყრებოდეს? პრეზიდენტის გაგებით რომელი პოლიტიკაა სწორი?”- გია ვოლსკი

,,თავს წარმოაჩენს უფრო მეტ კათოლიკედ, ვიდრე რომის პაპია, ეს არ არასწორი დამოკიდებულება,” – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადების საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, ”პრეზიდენტის მიერ დაყენებული საკითხები, რომელზეც იჩემებს, რომ კომპეტენცია აქვს, გადახედილი უნდა იყოს მისი მხრიდან”. „გარკვეულ თემაზე სამეზობლოში რომ კამათია, პრეზიდენტის არგუმენტები იმას დაემსგავსა. მას აგრესიის ნებისმიერი გამოვლინება თავის დროზე უნდა დაეგმო, მათ შორის მის მიმართ, როცა უწმაწური სიტყვებით მოიხსენიებდნენ. ასევე, მაშინ უნდა გამოეთქვა პროტესტი, როცა ადამიანს თავში ნაგვის ურნა ჩაარტყეს და თავზე ნაგავი დააყარეს. ასევე მაშინაც, მოლოტოვის კოქტეილებს რომ ისროდნენ. პრეზიდენტს შენიშვნები ერთი…

მეტი...

კობახიძის პროპაგანდით ებრძვიან ქარის წისქვილებს, „სამ გოჭს“ და „წითელქუდას“ – ხატია დეკანოიძე

ოპოზიციონერი დეპუტატი, ხატია დეკანოიძე ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმიანება. მისი თქმით, როდესაც საქართველოს მოქალაქეებისგან ქვეყანა იცლება, „ქართული ოცნება“ ცდილობს, გამოგონილი თემებით გადაფაროს მნიშვნელოვანი თემები და პროპაგანდით ადამიანების ინტოქსიკაცია მოახდინოს. „დიდი ბოდიში, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია რუსეთის და პუტინის დასუსტებაა. „ქართული ოცნება“ რომ არ გულშემატკივრობს რუსეთის დასუსტებას, კობახიძის განცხადებაში სწორედ ეს გამოჩნდა. კობახიძის მიერ გავრცელებული პროპაგანდით ქარის წისქვილებს ებრძვიან – „სამ გოჭს“ და „წითელქუდას მაშინ“, როცა ქვეყანას სერიოზული გამოწვევები და პრობლემები აქვს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.   ,,ოპოზიციის რეაქცია ე.წ. ბახმუტის ხორცსაკეპის ავტორის ერთდღიან ავანტურაზე”- ირაკლი კობახიძის შეფასება  

მეტი...

,,გასულ წელს საზღვარგარეთ დარჩა 46 397-ით მეტი საქართველოს მოქალაქე, ვიდრე დაბრუნდა”- რომან გოცირიძე

ოპოზიციონერი დეპუტატები, ხატია დეკანოიძე და რომან გოცირიძე აცხადებენ, რომ ქვეყანაში მიგრაციული პროცესები საგანგაშო სახეს იღებს. რომან გოცირიძის განცხადებით, ამ კატასტროფული მდგომარეობის გამოსწორების ერთადერთი გზა არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკის გატარება და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნა. „ხდება შრომისუნარიანი ჩვენი მოქალაქეების მიერ ქვეყნის დატოვება და მათ ადგილს უცხო ქვეყნის მოქალაქეები იკავებენ. გასულ წელს საზღვარგარეთ დარჩა 46 397-ით მეტი საქართველოს მოქალაქე, ვიდრე დაბრუნდა. ეს ყველაზე მაღალი მიგრაციის უარყოფითი სალდოა ბოლო 22 წლის განმავლობაში, რაც მსგავსი სტატისტიკა იწარმოება. 2021 წელს ანალოგიური მაჩვენებელი 40 825 იყო. ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეების მიგრაციის უარყოფითმა სალდომ 87 222 შეადგინა,…

მეტი...

,,ისე უნდა დაიძინოთ და გაიღვიძოთ, რომ შავი ხვრელები არ ნახოთ ხოლმე სიზმარში”- გურამ მაჭარაშვილი

“ხალხის ძალის” წევრი, გურამ მაჭარაშვილი რუსეთში აშშ-ს ყოფილი ელჩის, რუსეთის სანქცირების ჯგუფის კოორდინატორის, მაიკლ მაკფოლის განცხადებას ეხმიანება. მისი თქმით, ,,ისე უნდა დაიძინოთ და გაიღვიძოთ, რომ შავი ხვრელები არ ნახოთ ხოლმე სიზმარში”. ,,ისე უნდა დაიძინოთ და გაიღვიძოთ, რომ შავი ხვრელები არ ნახოთ ხოლმე სიზმარში ამას გისურვებთ იმიტომ, რომ სულ რამდენიმე დღის წინ იყო შეერთებული შტატებიდან და ბრიტანეთიდან, რომელმაც მადლობა გადაუხადა ხელისუფლებას, რომ აქ არის ის გარემო, სადაც გამორიცხულია, საერთაშორისო სანქციებისგან თავის არიდება და მერე თქვენ იძინებთ, იმ იმედით, რომ ნახოთ სადღაც შავი ხვრელი, მოხვიდეთ და მერე მკითხოთ და არ არსებობს. სიზმარი…

მეტი...

დღევანდელ მსოფლიოში ძალიან ბევრი საცდურია ახალგაზრდებისთვის, საჭიროა თავიდანვე სწორი ორიენტირების განსაზღვრა – ღარიბაშვილი

,,დღევანდელ მსოფლიოში, ძალიან ბევრი საცდური არის ჩვენი ახალგაზრდებისთვის, ამიტომ, ახალგაზრდას სჭირდება თავიდანვე სწორი ორიენტირების განსაზღვრა,”- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ჯარის ბანაკის“ გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა. მისი თქმით,  ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ასევე სწორი ღირებულებებისა და  ოჯახის ღირებულებების პოპულარიზაცია  ბაღებიდან და სკოლებიდან უნდა დაიწყოს. ,,მიმაჩნია, რომ ეს ბანაკი ხელს შეუწყობს ზოგადად ჩვენ ახალგაზრდებში ჯანსაღი, სწორი ღირებულებების პოპულარიზაციას. დღევანდელ მსოფლიოში, დღეს, ბუნებრივია საქართველო არის ამ გლობალიზაციის ნაწილი, ძალიან ბევრი საცდური არის ჩვენი ახალგაზრდებისთვის, ამიტომ, ახალგაზრდას სჭირდება თავიდანვე სწორი ორიენტირების განსაზღვრა. ამ პროცესში, ჩვენი, სახელმწიფოს როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, თავდაპირველად ოჯახი…

მეტი...

მომხმარებლის სასარგებლოდ აღებული ვალდებულებები კომპანიებმა 47 საქმეზე სრულად შეასრულეს – კონკურენციის ეროვნული სააგენტო

მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 2022 წლის ნოემბრიდან – 2023 წლის ივნისის ჩათვლით, კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში 270 განაცხადი დაფიქსირდა, საიდანაც 175 განცხადებაზე საქმის შესწავლა დაიწყო. 8 თვის განმავლობაში, კონკურენციის სააგენტომ – მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 84 საქმეზე – 48 შეთანხმება გააფორმა. რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულება – საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, მათი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა. კომპანიების მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების პროცესს სააგენტო აქტიურ რეჟიმში აკვირდება. ამ დროისთვის, 47 საქმეზე გაფორმებულ 27 პირობით ვალდებულებასთან დაკავშირებით საკითხი სრულად ამოწურულია. ამავე პერიოდში,…

მეტი...

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე, სასამართლომ ორი პირი დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე, ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო.  აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, კიდევ ერთი  ბრალდებული სასამართლომ  2021 წელს ცნო დამნაშავედ. ,,სასამართლოში დადასტურდა, რომ 2017 წელს ბრალდებულებმა, პატიმრობაში მყოფი მსჯავრდებული და მისი ახლო ნათესავები დაარწმუნეს, რომ თითქოსდა საქართველოს პრეზიდენტთან არსებული შეწყალების საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს იცნობდნენ და მსჯავრდებულს შეწყალებაში დაეხმარებოდნენ.ბრალდებულებმა დახმარების სანაცვლოდ  20 000 ლარი მოითხოვეს.  მსჯავრდებულის ახლო ნათესავისგან ბრალდებულებმა თანხის ნაწილი – 12 000 ლარი აიღეს, თუმცა  დაპირების მიუხედავად, მსჯავრდებულის შეწყალება არ მომხდარა. ორივე ბრალდებულს…

მეტი...

,,ძალადობა მიუღებელია, ეს იყო ძირითადი გზავნილი, რომელიც გავუზიარე პრემიერს”- დუნია მიატოვიჩი

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის, დუნია მიატოვიჩის განცხადებით, ძალადობა სრულიად მიუღებელია. მისი თქმით,  სწორედ ეს იყო მისი მთავარი გზავნილი საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მთავრობისადმი. ,,ჩვენ ყველას გვაქვს თანაბარი უფლებები. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სულ რაღაც 2 წლის წინ სასტიკი ძალადობა მოხდა თბილისში ღირსების მარშის დროს. იმ ღონისძიებისას, რომელიც აღნიშნავდა თანასწორობასა და თავისუფლებას. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ძალადობა მიუღებელია. შენ შეგიძლია რაიმეს არ დაეთანხმო და ეს გამოხატო, მაგრამ ძალადობა სრულიად მიუღებელია. ეს იყო ჩემი ძირითადი გზავნილი, რომელიც გავუზიარე პრემიერმინისტრსა და მთავრობას გუშინ. ჩვენთვის მიუღებელია რიტორიკა, რომ ქვიარ ადამიანების უფლებების დაცვა…

მეტი...

საქართველოს რკინიგზაზე მოძრაობა დღეს, 17:00 საათიდან განახლდება

საქართველოს რკინიგზაზე მოძრაობა დღეს, 17:00 საათიდან განახლდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. „სადგურ მარელისთან ჩამოწოლილი მეწყრისაგან სრულად გაწმენდილია ლიანდაგები და აღდგენილია საკონტაქტო ქსელი. შესაბამისად, 3 ივლისის 17:00 საათიდან საქართველოს რკინიგზაზე მოძრაობა განახლდება. კერძოდ, დღის მეორე ნახევარში შესრულდება შემდეგი რეისები: მაგისტრალური მიმართულებით მოძრავი მატარებლები: #804 თბილისი-ბათუმი 17:05; #807 ბათუმი-თბილისი 17:15; #801 ბათუმი-თბილისი 18:20; #812 თბილისი-ბათუმი 0:35; #811 ბათუმი-თბილისი 0:45; #869 ზუგდიდი-თბილისი 17:25; #874 თბილისი-ფოთი 17:30“,- ნათქვამია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

,,ჩვენი მიზანი მარტივია – აღმოვფხვრათ უკრაინის ნატოში გაწევრიანების საფრთხე”- მედვედევი

რუსეთი მიაღწევს ნატოში უკრაინის გაწევრიანების საფრთხის აღმოფხვრას, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა განაცხადა. მისი თქმით, ”თუ კონფლიქტური ქვეყნები ნატოში არ მიიღეს, მაშინ კონფლიქტი მუდმივი იქნება, რადგან ეს რუსეთის არსებობის საკითხია.” ,,ჩვენი მიზანი მარტივია – აღმოვფხვრათ უკრაინის ნატოში გაწევრიანების საფრთხე და ჩვენ ამას მივაღწევთ. ასეა თუ ისე. დღეს კიევის რეჟიმის ჩაქოლულმა ლიდერებმაც კი აღიარეს, რომ კონფლიქტურ მდგომარეობაში ბანდეროკრაინამ, არ მიიღებენ ალიანსში“, – განაცხადა მედვედევმა.  

მეტი...

ხარაგაულში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად დაკარგული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარელისში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად დაკარგული 77 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი პირუტყვს ეძებდა, როდესაც მეწყერი ჩამოწვა. მეწყრული პროცესები სარკინიგზო მაგისტრალთან ორი დღის წინ განვითარდა. ადგილზე  მეწყრული პროცესები ისევ ვითარდება, რის გამოც სარკინიგზო მიმოსვლა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს შორის შეწყვეტილია. საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში ჩამოწოლილი მეწყერის გამო, 3 ივლისს რეისების ნაწილი გაუქმდა.

მეტი...

ავარია ქუთაისის აეროპორტთან – დაიღუპა 5 ადამიანი

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისის აეროპორტთან მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მანქანა გზიდან გადავარდა და ცეცხლი გაუჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, 4 ადამიანი ადგილზე დაიღუპა. ერთი დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა მძიმეა.

მეტი...

,,დაუშვებელია, ქართველებმა და აფხაზებმა, ქართველებმა და ოსებმა ერთმანეთის სისხლი კიდევ ერთხელ დაღვარონ”- ირაკლი კობახიძე

დაუშვებელია, ქართველებმა და აფხაზებმა, ქართველებმა და ოსებმა ერთმანეთის სისხლი კიდევ ერთხელ დაღვარონ, ეს იქნებოდა უდიდესი დანაშაული მომავალი თაობების წინაშე, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს. ირაკლი კობახიძე პრიგოჟინის ამბოხზე ოპოზიციის რეაქციას აფასებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა აღდგეს. „მმართველი პარტიის სახელით, კიდევ ერთხელ გვინდა მკაფიოდ განვაცხადოთ: ჩვენი პრინციპული პოზიციაა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა აღდგეს. ჩვენ გვჭირდება არა მხოლოდ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნება ერთიან საქართველოში, არამედ გვჭირდება ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ნდობის აღდგენაც.…

მეტი...

,,ოპოზიციის რეაქცია ე.წ. ბახმუტის ხორცსაკეპის ავტორის ერთდღიან ავანტურაზე”- ირაკლი კობახიძის შეფასება

კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ კოლექტიური ნაცმოძრაობა არის ომისა და ღალატის პარტია, რომლის მიზანია გამოიყენოს ნებისმიერი საბაბი საქართველოში მეორე ფრონტის გასახსნელად, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს. ირაკლი კობახიძე პრიგოჟინის ამბოხს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ”კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ მოვლენები სათანადოდ ვერ გააანალიზა.” „პრიგოჟინის ამბოხებიდან კვირაზე მეტი გავიდა და ემოციების ჩაცხრომის ფონზე, კიდევ ერთხელ მინდა, შევაფასო ოპოზიციის რეაქცია ე.წ. ბახმუტის ხორცსაკეპის ავტორის ერთდღიან ავანტურაზე. საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ იმ დღეს ჩვენ დილიდან მოვუწოდეთ ოპოზიციას, მშვიდად დაკვირვებოდნენ მოვლენებს. თუმცა, რადიკალურმა ოპოზიციამ ჩვენი რჩევა ყურად არ იღო. ყველას გვახსოვს, როგორ გულშემატკივრობდა კოლექტიური ნაცმოძრაობა პრიგოჟინს, როგორ უძღვნიდა მას შეძახილებსა და ლექსებს,…

მეტი...

ხარაგაულში მეწყერში მოყოლილ კაცს ამ დრომდე ეძებენ

ამ დრომდე ეძებენ მამაკაცს, რომელიც ხარაგაულში სავარაუდოდ, მეწყერმა მოიყოლა. სამძებრო და გაწმენდითი სამუშაოები  ხარაგაულთან მდებარე რკინიგზის სადგურ მარელისში დილიდან განახდა. სამუშაოები ღამით მეწყრული პროცესის საფრთხის გამო შეწყდა. ადგილზე  მეწყრული პროცესები ისევ ვითარდება, რის გამოც სარკინიგზო მიმოსვლა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს შორის შეწყვეტილია. საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში ჩამოწოლილი მეწყერის გამო, 3 ივლისს რეისების ნაწილი გაუქმდა.

მეტი...

,,სწორედ თქვენნაირი ნიჭიერი, შრომისმოყვარე და მიზანდასახული ახალგაზრდობაა ჩვენი ქვეყნის იმედი”- პრემიერი აბიტურიენტებს

,,ძვირფასო აბიტურიენტებო, მინდა წარმატება გისურვოთ თითოეულ თქვენგანს ერთიანი ეროვნული გამოცდების ყველა ეტაპზე და თქვენ მიერ არჩეულ ახალი ცხოვრების გზაზე,”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წერს. მისი თქმით, მთავრობა მომავალშიც იზრუნებს, განათლების უკეთესი ხარისხის მიღების შესაძლებლობის და უსაფრთხო მომავლის შექმნისთვის. ,,დარწმუნებული ვარ, თქვენს სათქმელს იტყვით ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაში და მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას არ დაიშურებთ უკეთესი მომავლის შესაქმნელად. თანამედროვე მსოფლიოს ახალი გამოწვევებისა და სულ უფრო პროგრესული მოთხოვნების პირობებში, სწორედ თქვენნაირი ნიჭიერი, შრომისმოყვარე და მიზანდასახული ახალგაზრდობაა ჩვენი ქვეყნის იმედი. ჩვენი მხრივ, საქართველოს მთავრობა მომავალშიც იზრუნებს, რომ განათლების უკეთესი ხარისხის…

მეტი...

,,მივმართავ ახალგაზრდებს, თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის მომავალი და მჯერა, თითოეული თქვენგანი შეძლებს საკუთარი თავის რეალიზებას”- გიორგი ამილახვარი

საქართველოში 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი აპლიკანტებს მიმართავს და მათ წარმატებებს უსურვებს. „დღეს დაიწყო ერთიანი ეროვნული გამოცდები და მინდა, წარმატება ვუსურვო თითოეულ აბიტურიენტს, ჩვენს ახალგაზრდებს, მათ მშობლებს, ოჯახის წევრებს. ჩვენმა გუნდმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საგამოცდო პროცესი მათთვის კომფორტულ და მშვიდ აკადემიურ გარემოში წარიმართოს, სადაც ყველა აპლიკანტს ექნება საშუალება, თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინოს. გამოცდების მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის განსაკუთრებული მადლობა მსურს, გადავუხადო შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის თითოეულ თანამშრომელს და ყველა იმ უწყებას, რომელიც პროცესში ასე აქტიურად იყო…

მეტი...

პარიზში, პოლიციის მიერ მოკლული მოზარდის ბებია მომიტინგეებს ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

17 წლის ბიჭის ბებია, რომელიც პოლიციელის მიერ სროლის შედეგად დაიჭუპა პარიზის გარეუბანში, დემონსტრანტებს მოუწოდებს შეწყვიტონ ძალადობა. დაზარალებული ნაჰელ მერზუკის ბებიამ კვირას აქციის მონაწილეებს მიმართა და განუცხადა: ”მათ არ უნდა დააზიანონ სკოლები, არ დაამტვრიონ ავტობუსები, დედები იყვნენ, ვინც ავტობუსებს მიჰყავდათ”. “დავიღალე”, – განაცხადა ბებიამ და აღნიშნა, რომ პროტესტის მონაწილეები ნაჰელის სიკვდილს, როგორც ნგრევის გამოწვევისთვის საბაბს იყენებდნენ, ხოლო ოჯახს სიმშვიდე სურს. ,,ვეუბნები აჯანყებულებს, რომ შეწყვიტონ. დავიღალე…  ნაჰელი მოკვდა,ნაჰელის დედას ცხოვრება აღარ აქვს”, – განაცხადა დაღუპულის ბებიამ. ცნობისთვის, საფრანგეთში არეულობა პოლიციის მხრიდან 17 წლის მოზარდის მკვლელობას მოჰყვა.   მოზარდი 27 ივნისს პარიზის გარეუბანში მოკლეს. ახალგაზრდა…

მეტი...

ცოფის შემთხვევები რუსეთში – ერთ-ერთ რეგიონში სასიკვდილო ინფექციის გამო კარანტინი გამოცხადდა

რუსეთში, სამარას რეგიონში, სოფელ ბორსკოეში ცოფის გავრცელების გამო კარანტინი გამოცხადდა. რუსული მედიის ინფორმაციით, ცოფი, სავარაუდოდ, მელიისა და ძაღლისგან გავრცელდა. დაავადების აფეთქების წერტილიდან 3 კილომეტრის რადიუსში, ცოფისთვის საშიშ ბუფერულ ზონებში ცხოველების ვაქცინაცია ჩატარდება. კარანტინის პერიოდში იკრძალება ძაღლების ქუჩაში გაყვანა. ასევე, განხორციელდება ცოფიანი და დაავადებაზე საეჭვო ცხოველების სადგომებისა და საგნების დეზინფექცია.

მეტი...

,,სიტუაცია უკრაინაში არ არის რეგიონალური კონფლიქტი, არამედ ტოტალური დაპირისპირება კოლექტიურ დასავლეთსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის”- მედვედევი

სიტუაცია უკრაინაში არ არის რეგიონალური კონფლიქტი, არამედ ტოტალური დაპირისპირება კოლექტიურ დასავლეთსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა განაცხადა. ,,ის, რაც ახლა ხდება უკრაინასა და დონბასში, არ არის მხოლოდ “რეგიონული კონფლიქტი”, არამედ რაღაც სრულიად განსხვავებული. ეს არის ტოტალური დაპირისპირება პირობით კოლექტიურ დასავლეთსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის”, – თქვა მან. მედვედევის თქმით, ეს დაპირისპირება გამოწვეულია „კაცობრიობის შემდგომი განვითარების შესახებ შეხედულებების დიამეტრული წინააღმდეგობით“. ერთ მხარეს, მან განმარტა, არის დასავლური ქვეყნები, რომლებსაც „არ სურთ აღიარონ, რომ სამყარო რადიკალურად შეიცვალა და კარგავენ დომინირებას“. „ჰიბრიდული ომი, რომელსაც ისინი…

მეტი...