,,ივანიშვილმა აღძრა ეს საქმეები პუტინის დავალებით”- მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მის წინააღმდეგ საქმეები, ვლადიმერ პუტინის დავალებით, ბიძინა ივანიშვილმა აღძრა. აღნიშნულის შესახებ ექსპრეზიდენტმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომელზეც დისტანციურად ჩაერთო.

,,როდესაც ვიყავი ოდესის გუბერნატორი, ივანიშვილმა აღძრა ეს საქმეები პუტინის დავალებით… მე ივანიშვილმა გამიკეთა ეს უბედურება… ეს არის ივანიშვილის პუტინის დავალების შესრულება, მაგრამ მალე არც პუტინი იქნება და შესაბამისად, ვერც მისი დამქაშები ვერ იჯეჯილებენ საქართველოში და ვერ გააგრძელებენ ასეთ უსამართლობას, ამაში მე ვარ დარწმუნებული“, – აცახადებს სააკაშვილი.

მსგავსი თემები