ომი არ დასრულდება მანამ, სანამ ყირიმი ოკუპირებულია – ზელენსკი

უკრაინის ომი მანამ არ დასრულდება მანამ, სანამ ყირიმი რუსეთის მიერ იქნება ოკუპირებული – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მიუხედავად იმისა, რომ კიევის ძალისხმევა მიმართული იყო უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ტერიტორიების დაბრუნებაზე, ზელენსკიმ ”სიენენს” განუცხადა, რომ საბოლოო მიზანი  2014 წელს რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის გათავისუფლებაა.

„ჩვენ ვერ წარმოვიდგენთ უკრაინას ყირიმის გარეშე. და სანამ ყირიმი რუსული ოკუპაციის ქვეშაა, ეს მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს: ომი ჯერ არ დასრულებულა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ჟურნალისტის კითხვაზე, არსებობდა თუ არა რაიმე სცენარი, რომლის მიხედვითაც მშვიდობა იქნებოდა ყირიმის გარეშე, ზელენსკიმ განაცხადა: ”მაშინ ეს არ იქნება გამარჯვება”.

მსგავსი თემები