,,პრეზიდენტი ვეტოებს წაღმა-უკუღმა იქნევს”- ირაკლი ზარქუა

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საარჩევნო კომისია, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუციაა სახელმწიფოში და ბოლო დროის ტენდეციაა, რასაც ვაკვირდები, პრეზიდენტი ვეტოებს წაღმა-უკუღმა იქნევს, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, უმრავლესობამ ვერ დაინახა მოტივირებული არგუმენტი და კონკრეტული მოტივაცია,თუ რატომ იყენებს პრეზიდენტი ვეტოს.

,,პრეზიდენტმა ყოველგვარი არგუმენტების გარეშე, ის კანდიდატურა, რომელიც ჩვენ მიერ იყო შეთანხმებული, არ წარმოადგინა. ვერ მივხვდით, საფუძველი რა არის. თვითონაც თქვა, რომ კომპეტენტური იყო კალანდარიშვილი, კვალიფიკაციაც აქვს, მაგრამ არ მომწონს. ეს არაა უარის თქმის საფუძველი. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენ ცვლილებები შეგვეტანა რეგლამენტში, ცესკო-ს წევრების კანდიდატურას წარმოადგენს პარლამენტის თავმჯდომარე და შემდეგ დაამტკიცებს უმრავლესობა“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია

მსგავსი თემები